
საკალათბურთო ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტობის ამ ეტაპზე ერთად-ერთმა კანდიდატმა შიო ხეცურიანმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გამართა. ამჯერად, სამიზნე კახეთი იყო.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები აუცილებელია. მოვისმინეთ ახალი იდეები და ინიციატივები კალათბურთის განვითარების შესაძლებლობებზე. სასიამოვნოა, როდესაც რეგიონში ასეთი მონდომებული და კომპეტენტური ადამიანები არიან ჩართული კალათბურთში და სამწუხაროა, რომ ეროვნული ფედერაციისგან მათ შესაბამისი მხარდაჭერა არ აქვთ", - ასე შეაფასა, შიო ხეცურიანმა „კალათბურთის განვითრების 10 წლიანი პროგრამის" პრეზენცაციის შედეგები კახეთში.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის აპრილიდან, კახეთში, საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და კახეთის კალათბურთის ფედერაციას შორის 2 წლიან, კალათბურთის განვითარების პროგრამის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი. პროგრამა რეგიონში სპორტის ამ სახეობას ისახავდა მიზნად. თუმცა, როგორც ჩანს, ქართული კალათბიურთის სათავეებში, ახალი ძალის პერსპექტივა, შიო ხეცურიანის თავკაცობით, კახელებისთვის მიმზიდველი და საინტერესო აღმოჩნდა.
„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო. გავეცანით დახვეწილ პროექტს. კახეთის კალათბურთის ფედერაცია მზად არის აქტიურად შეუერთდეს ყველა მნიშვნელოვან პროექტს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში კალათბურთის განვითარება", - ამბობს იოსებ იაგორაშვილი კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.
„კარგი შეხვედრა იყო. ამ რეგიონში პროგრესულად მოაზროვნე საკალათბურთო საზოგადოებაა. იყო შენიშვნები, კომენტარები, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია", - ამბობს მიხეილ ფანჩულიძე ვეტერანი კალათბურთელი.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, შიო ხეცურიანის შეხვედრები, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კვლავ გაგრძელდება. საბოლოო პროექტის პრეზენტაციას კი ხეცურიანის გუნდი, ოფიციალურად, მოგვიანებით გამართავს.





ჩვენ








