
ფეხბურთელების დავით ხოჭოლავას, ლაშა დვალის და სფფ-ს წარმომადგენლების ბაქარ ჟორდანიასა და ირაკლი ნაკაიძის შემდეგ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე წლის გათამაშებაში, კიდევ ერთ ქართველია ჩართული. ცნობილი ქართველი სპორტული ჟურნალისტი და სფფ-ს თანამშრომელი მამუკა კვარაცხელია, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის შეხვედრაზე დონეცკის „შახტარსა" და „მიუნხენგლადბახს" შორის, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება, მედია ოფიცრის სტატუსით იმუშავებს.
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონზე, ეს, ქართველი მედია ოფიცრისთვის მეორე მატჩია (პირველზე წარმოდგენილი იყო 28 ოქტომბერს, „შახტარი"-„ინტერი"), რომელზეც საკმაოდ საპასუხისმგებლო მისიის შესრულება უწევს.
ჩვენის მხრივ, წარმატებას ვუსურვებთ, ჩვენს კოლეგას მამუკა კვარაცხელიას დაკისრებული მისიის შესრულებაში. ისევე, როგორც ამ მატჩის ქართველ მონაწილეს, დავით ხოჭოლავას, რომელიც TSFF.GE-ს ინფორმაციით, დღევანდელ წინასამატჩო ვარჯიშზე თავს საკმაოდ დამაჯერებლად გრძნობდა.





ჩვენ








