ტოკიო-2020-მა მოხალისეთა მომზადება განაახლა

03.11.2020
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები მოხალისეთა მომზადებას შეუდგნენ. კორონავირუსის პანდემიის გამო, ეს პროგრამა თებერვლაში შეჩერდა, სექტემბერში კი ნაწილობრივ, ონლაინ-რეჟიმში განახლდა.
ამჯერად, ახალი გეგმის თანახმად, დეკემბრამდე სწავლებას გაივლის 5 ათასზე მეტი იაპონიის მოქალაქე და უცხოელი. მომავალი წლის გაზაფხულზე ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები თითოეულ მოხალისეს სპეციალიზებულ ტრენინგებს ჩაუტარებენ. მაისში ოლიმპიური თამაშების მოხალისეებს უნიფორმები დაურიგდებათ, სწავლების ფინალური ეტაპი კი უშუალოდ ოლიმპიურ ობიექტებზე დაიწყება.
მთლიანობაში, ტოკიო-2020-ს 80 ათასი მოხალისე მოემსახურება, რომლებიც თავის მხრივ 200 ათასი მსურველისგან შეირჩა.





ჩვენ








