ლაშა ტალახაძემ დუშეთში, საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა
ლაშა ტალახაძემ დუშეთში, საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა
05.11.2017
ავტორი:

დუშეთში, დამყარებული მსოფლიო რეკორდით, ლაშა ტალახაძე აშშ-ში, ანაჰაიმის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება. ქართველი ძალოსანის ახალი გამოწვევა, საქართველოს ერთ რიგით სპორტულ დარბაზში, დუშეთის კულტურის სახლში დამყაებული რეკორდია. დარბაზში, 3 დღის მანძილზე ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობდა.

რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ, გაზაფხულზე, სპლიტის ევროპის ჩემპიონატზე ატაცში დამყარებული საკუთარი რეკორდი (217 კგ.) 3 კილოგრამით გააუმჯობესა (220 კგ.) და შემდეგ ორჭიდის ჯამში რიოს თამაშებზე ასევე საკუთარი მსოფლიო რეკორდიც (473 კგ.), ახლით - 474 კგ-ით  ჩაანაცვლა.

სამწუხაროდ, ძალოსნობის საერთაშორისო წესების თანახმად ეროვნულ ჩემპიონატზე დამყარებული მსოფლიო რეკორდი ოფიციალურის სტატუსით ვერ ისარგებლებს, რადგან იმავე წესების თანახმად, მსგავსი შედეგები კონტინენტურ ჩემპიონატებზე უნდა დაფიქსირდეს. ამიტომ, ლაშა ტალახაძეს, ახლა, დღევანდელი შედეგის გაოფიციალურება მოუწევს, შემდეგ კი გაუმჯობესებაზე ფიქრი.

ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე საქართველოს 11 რეგიონის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.  საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის სხვადასხვა წონით კატეგორიაში 90-მდე სპორტსმენი იბრძოლა. აღნიშნული ტურნირი, ანაჰაიმის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ერთგვარი სატესტო ხასაიათის იყო. სწორედ, აქ ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება გუნდი, რომელიც მომავალ პირველობაზე იასპარეზებს.

ტურნირის ბოლო, დასკვნით დღეს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილი ესწრებოდა მძიმეწონოსანთა გამოსვლით დასრულდა.  

105 კგ.

1.დავით ხეცურიანი - ატაცი 171 კგ. აკვრა 207 კგ. ორჭიდი 378 კგ.

2.ირაკლი ჩხეიძე - ატაცი 165 კგ. აკვრა 200 კგ. ორჭიდი 365 კგ.

3.თორნიკე კოკაია - ატაცი 160 კგ. აკვრა 200 კგ. ორჭიდი 360 კგ.

+105 კგ.

1.ლაშა ტალახაძე - ატაცი 220 კგ. აკვრა 254 კგ. ორჭიდი 474 კგ.

2.გიორგი ჩხეიძე - ატაცი 186 კგ. აკვრა 225 კგ. ორჭიდი 411 კგ.

3.ბაქარ თურმანიძე - ატაცი 155 კგ. აკვრა 185 კგ. ორჭიდი 340 კგ.

ეს იყო, დღეს ნაჩვენები შედეგები. თუმცა, შეგახსენებთ, რომ მთავარი მოვლენა მსოფლიო რეკორდია, რომელიც კიდევ ერთხელ, ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის.