
მიუხედავად იმისა, რომ იგორ ანგელოვსკი 12 ნოემბრის მატჩზე, საქართველოში „მესიის" ჩამოყვანით იმუქრებოდა, ოცნება, ოცნებად დარჩა და 24 წლის ჩრდ. მაკედონიური წარმოშობის დენის მუსოვსკი მის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდა. იმისთვის, რომ მუსოვსკი თბილისში ჩამოსულიყო, მას ჯერ ჩრდ. მაკედონიის მოქალაქეობა უნდა მიეღო და შემდეგ, ჩრდ. მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციას მისი ფიფა-ში რეგისტრაცია უნდა მოესწრო. ეს კი, იდეის ჩანასახშიც კი, მცირე დროის გამო შეუძლებელი იყო. თუმცა, ოცნებას კაცი არ მოუკლავს.
ამ ეტაპზე გუნდში, ოქტომბრის მატჩისგან განსხვავებით, კორონა ვირუსისგან გამოჯანმრთელებული ფეხბურთელებიც იქნებიან და შესაბამისად, იგორ ანგელოვსკი, უძლიერესი შემადგენლობით გეგმავს ჩამოსვლას. თუკი, რა თქმა უნდა საქმეში, კვლავ კორონა ვირუსი არ ჩაერია.
ნოემბრის შეხვედრების 3 თამაშიან ციკლში ჩრდ. მაკედონიის შემადგენლობაში 23 ფეხბურთელია გამოძახებული:
მეკარეები: სტოლე დიმიტრიევსკი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), მარტინ ბოგატინოვი (ეთნიკოსი, კვიპროსი), დამიან შიშკოვსკი (დოქსა, კვიპროსი), დანიელ ბოჟინოვსკი (სილეკსი); მცველები: ვისარ მუსლიუ (ფეჰერვარი, უნგრეთი), ეგზონ ბეიტალუაი (შკენდია), კირე რისტევსკი (უიპეშტი, უნგრეთი), შტეფან რისტოვსკი (სპორტინგი, პორტუგალია), დარკო ველკოვსკი (რიეკა, ხორვატია), გოკო ზაიკოვი (შარლერუა, ბელგია), ეზგიან ალიოსკი (ლიდსი, ინგლისი); ნახევარმცველები: ენის ბარდი (ლევანტე, ესპანეთი), არიიან ადემი (დინამო, ხორვატია), ბობან ნიკოლოვი (ფეჰერვარი, უნგრეთი), შტეფან სპიროვსკი (აეკ, კვიპროსი), ელიფ ელმასი (ნაპოლი, იტალია), ტიხომირ კოსტადინოვი (რუჟემბეროკო, სლოვაკეთი); თავდამსხმელები: გორან პანდევი (ჯენოა, იტალია), ივან ტრიჩკოვსკი (აეკ, კვიპროსი), ილია ნესტოროვსკი (უდინეზე, იტალია), ალეკსანდარ ტრაიკოვსკი (მალიორკა, ესპანეთი), კრსტე ველკოსკი (სარაევო, ბოსნია), ვლატკო სტოიანოვსკი (შამბლი, საფრანგეთი).
ჩრდ. მაკედონიის ეროვნული ნაკრები თბილისში 11 ნოემბერს ჩამოვა. ამავე დღეს, „დინამო არენაზე" ნაკრების მატჩისწინა ვარჯიში და მთავარი მწვრთნელის ვარჯიში იგეგმება.






ჩვენ








