
ხორვატიაში დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს ნაკრების მონაგარი ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.
6 ნოემბერს, პორეცში მიმდინარე ტურნირზე, ქართველებს პირველი მედალი ლუკა კაპანაძემ მოუტანა. 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ფინალამდე ყველა ორთაბრძოლა სუფთად მოიგო, თუმცა ფინალში რუს სპორტსმენთან დამარცხდა და მხოლოდ, ვერცხლის მედლის აღება შეძლო.
რუს სპორტსმენთან, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა მიხეილ ბექაური (90კგ). თუმცა, ასევე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა პოლანდიელი მოწინააღმდეგე, რამდენიმე წამში დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი აიღო.
ხორვატულ ტურნირზე, ერთადერთი ოქროს მედალი კი, ჩვენს ნაკრებს ილია სულამანძემ მოუტანა. 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა, ფინალში სუფთა გამარჯვებით თურქეთის წარმომადგენელი დაამარცხა.





ჩვენ








