
ნოემბრის ბოლოს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ახალ შესარჩევ ციკლს იწყებს. მოგეხსენებათ, ამიერიდან, საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატი 4 წელიწადში ერთხელ ჩატარდება. 2-წლიანი შუალედის დროს კი ამიერიდან, მსოფლიო პირველობა გაიმართება. სწორედ, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად, საქართველოს ნაკრები "G" ჯგუფში შეეცდება იღბლიანი საგზურის მოპოვებას. სასტარტო შეხვედრებს კი ჩვენი ნაკრები 24 და 27 ნოემბერს სტუმრად, ჯერ გერმანიაში და შემდეგ, სერბეთში გამართავს. აღნიშნული შეხვედრებისთვის მზადება დაიწყეს ჩვენმა მეტოქეებმა.
გერმანელთა მწვრთნელმა ჰენრიკ როდლიმ ნაკრებში 19 კანდიდატი გამოიძახა. დასახელებულთა შორის არიან ევროლიგის მოთამაშეებიც, რომელთა ნაკრებში მონაწილეობა, არმონაწილეობის საკითხი და არა მხოლოდ გერმანელთათვის, მთელი ევროპის მასშტაბით, კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და განსჯის საგანი იყო.
გერმანელები, რომლებიც ამ შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრას 24 ნოემბერს, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ქალაქ ქემნიცში ჩაატარებენ, მზადებას შემდეგი შემადგენლობით გაივლიან: დომინიკ ლოკჰარტი ("გიოტინგენი"), მაოდო ლო ("ბროზე"), ანდრეას ობსტი ("ოტინგერ როკითსი"), ტიბორ პლაისი ("ვალენსია"), იოშიკო საიბოუ ("ალბა"), ლუკა შტაიგერი ("ბროზე"), კარსტენ ტადა ("ოლდენბურგი"), იოჰანეს ტიმანი ("ლუდვიგსბურგი"), იოჰანეს ვოიგტმანი ("ბასკონია"), მაიკ ზირბესი ("ბაიერნი"),ისმეთ აკპინარი ("ულმი"), რობინ ამაიზე ("ბაირეუთი"), დანილო ბარტელი ("ბაიერნი"), რობინ ბენცინგი ("ვიურცბურგი"), ისააკ ბონგა ("ფრაფორტ სკაილაინერსი"), ბასტიან დორეთი ("ბაირეუთი"), ნილს გიფი ("ალბა"), ისაია ჰარტენშტეინი ("რიო გრანდე ვაიპერზი" - G ლიგა), პატრიკ ჰეკმანი ("ბროზე").
24-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა გამოაქვეყნა სერბეთის ნაკრების თავკაცმა საშა ჯორჯევიჩმაც. გემანელების მსგავსად გაფართოებულ შემადგენლობაში, აქაც არიან ჩამონათვალში, ევროლიგის მოთამაშეები. თუმცა, მათი მონაწილეობის საკითხი კონკრეტულ სანაკრებო თამაშში, არაა ცნობილი. გაფართოებულ შემადგენლობაში კი ჯორჯევიჩმა შემდეგ მოთამაშეებს დაუძახა: ალეკსა აბრამოვიჩი, ჯორჯე გადიჩი, ბრანკო ლაზიჩი, ვასილი მიჩიჩი, ნემანია ნედოვიჩი, მიროსლავ რადულიცა, სტეფან ბირჩევიჩი, მარკო გუდურიჩი, სავა ლესიჩი, დრაგან მილოსავლიევიჩი, ივან პაუნიჩი, მარკო სიმონოვიჩი, ნემანია დანგუბიჩი, ნიკოლა იოვანოვიჩი, მილან მაჩვანი, ნიკოლა მილუტინოვი, სტეფან პენო, მილენკო ტეპიჩი, ილია ჯოკოვიჩი, სტეფან იოვიჩი, ვანია მარინკოვიჩი, დეიან მუსლი, ალეკსა რადანოვი და დეიან ტოდოროვიჩი.
თუ ვინ მოხვდება საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, და როდის დასახელდება ჩვენების გაფართოებული შემადგენლობა, ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ ფიბას მიერ შეცვლილ ფორმატში და ახალ ტურნირზე, ჩვენები "G" ჯგუფში მოხვდნენ, სადაც გერმანიის, სერბეთისა და ავსტრიის ნაკრებებთან მოგვიწევს თამაში. შეცვლილი სანაკრებო სისტების გამო, ეროვნული გუნდების თამაშები არა აგვისტო-სექტემბერში, არამედ სპეციალურად გამოყოფილ პერიოდებში, „სანაკრებო ფანჯრებში" ნოემბერში, თებერვალში, ივნისსა და ივლისში გაიმართება. "ფანჯრებში" რომლებიც ევროლიგამ არ გათვალა. გუნდები ჯგუფებში 2 წრედ ითამაშებენ, საერთო ჯამში თითოეული 6 შეხვედრას გარამთავს. მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე კი 2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გავა.
მოახერხებენ თუ არა ქართველთა ბერძენი მწვრთნელის, ილიას ზურუსის გუნდში თამაშს გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია, ესეც ისევე უახლოეს დღეებში გაირკვევა, როგორც გუნდის შემადგენლობა. შეგახსენებთ, ევრობასკეტის დასრულებისთანავე, გუნდიდან ძირითადი ბირთვის წასვლის შემდეგ, ნაკრები, რომელიც მოკლე სკამს უჩიოდა, უფრო ძლიერი დილემის წინაშე დადგა, რასაც თან, ფიბასა და ევროლოგის ხელმძღვანეობის დაუსრულებელი მოლაპარაკება და კამათი ერთვის, რომელიც, ჩვენებსაც ასე თუ ისე ეხებათ.
ორი უწყება კი იმ მოთამაშეთა ნაკრებში წასვლა-არგაშვების საკითხზე ვერ თანხმდებ, რომლებიც ევროლიგის კლუბებში თამაშობენ. საქმე ისაა, რომ ევროლიგამ, თავის ტურნირში არ დააწესა ფიბას „სანაკრებო ფანჯრები". ამიტომ, სანაკრებო თამაშების დროს ევროლიგის მატჩებიც იმართება. შესაბამისად, მოთამაშეს, რომელიც ქვეყნის ნაკრებში იქნება გამოძახებული კი აქვს ნაკრებში თამაშის უფლება, თუმცა რამდენად აძლევს ამის საძალებას კლუბთან გაფორმებული კონტრქატი, ეს უკვე დავის საგანია.





ჩვენ








