ფინალისტები ცნობილია, ფინალის თარიღი არა
ფინალისტები ცნობილია, ფინალის თარიღი არა
08.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში, ეროვნული ლიგის არც ერთი გუნდი აღარ დარჩა. დღეს, 8 ნოემბერს, გათამაშების ½ ფინალური შეხვედრები ჩატარდა.

სფფ-ის ტექნიკური ცენტრ „ბასაზე", „გაგრამ", რომელიც შეიძლება ითქვას, საქართველოს თასის გათამაშების „შტატიან" ½ ფინალისტად ჩამოყალიბდა, პენალტების სერიაში, ამ თასის მოქმედი მფლობელი, თბილისის „საბურთალოს" დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ „საბურთალო" 32-ე წუთიდან მეტობაში დარჩა, მას შემდეგ რაც, შეხვედრის არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა მინდვრიდან ლუკა ჯაფარიძე გააძევა, გაგრამ არა თუ საკუთარი კარის დაცვა, არამედ, „საბურთალოსთვის" უამრავი პრობლემის შექმნაც მოახერხა. შესაბამისად, შეხვედრის ძირითადი დროც და შემდეგ, დამატებითი დროც მშრალად, ანგარიშით 0-0 დასრულდა.


11-მეტრიანების სერიაში საბურთალოელთა კაპიტნის დარტყმული, გაგრელთა მეკარემ მოიგერია, თეიმურაზ გაბუნიამ კი, ააცილა. თუმცა, მანამდე ვერც „გაგრამ" გამოიტენა ერთი მცდელობა. გიორგი ვეკუას დარტყმული, ლაზარე კუპატაძემ მოიგერია. შესაბამისად, მატჩის ბედი, ბოლო, მე-5 დარტყმაზე იყო, რომელიც ზუსტად შეასრულა შეხვედრის 75-ე წუთზე შესულმა მიხეილ ერგემლიძემ.


შესაბამისად, „გარგამ" 4-2 იმარჯვა და ახლა, წყალტუბოს „სამგურალს" შეხვედრა, რომელმაც თავის მხრივ, საჩხერის „ჩიხურას" დამარცხება მოახერხა.


„სამგურალმა", ანგარიში 32-ე წუთზე გაიხსნა, მეტოქის საჯარიმოში წარმოქმნილი არეულობით პაპუნა ფონიავამ ისარგებლა და მეტოქის კარი ახლო მანძილიდან აიღო, 1-0. მასპინძლებმა საბოლოო ანგარიში მატჩის მიწურულს დააფიქსირეს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე გოლი სერგო კუხიანიძე გაიტანა. „ჩიხურა" კი, რომელიც 2020 წლის სეზონზე არც თუ სახარბიელო მდგომარეობაშია და სათასო გუნდად ითვლება, წლეულს თასის გათამაშებასაც გამოეთიშა. „სამგურალმა" 2-0 მოიგო და ახლა, ფინალის მოლოდინშია.


საქართველოს თასის ფინალისტები კი ცნობილია, ისევე, როგორც პირობითი მასპინძელი, თუმცა, ამ ეტაპზე არაა გადაწყვეტილი თუ, სად და როდის გაიმართება ფინალური შეხვედრა.


სკ "საბურთალოს" ფოტო / გიორგი არჯევანიძე