
თბილისურ დერბიში, „დინამო თბილისს" ძირითადი შემადგენლობის 5 ფეხბურთელი აკლდა, „ლოკომოტივს" კი, ორი ნათხოვარი დინამოელი და დავით სამურკასოვი. არ იყო, ნიკა ჭანტურიაც, რომელსაც როგორც ჩანს გიორგი ჭიაბრიშვილი, არც თუ ძალიან ენდობა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მატჩი, პრინციპულობიდან გამომდინარე უფრო დაძაბული, ნაწილობრივ ჩაკეტილი და ნაკლებ სანახაობრივი იყო. ორივე გუნდი, ბურთის გაკონტროლებას უფრო ცდილობდა, ვიდრე კარის მიმართულებით შეტევას. თუმცა, პირველი ტაიმის მიწურულს. ირაკლის სიხარულიძემ, მაინც მოახერხა დინამოელთა კარში დაერტყა და როინ კვასხვაძის დამსახურებაა, რომ იმ მომენტში ანგარიში არ გაიხსნა.
თითქმის ანალოგიურად, განვითარდა მეორე ტაიმიც, რომელშიც პირველი საგოლე მომენტი კვლავ „ლოკომ" შექმნა და მიზანთან ახლოს, ისევ ირაკლი სიხარულიძე იყო. ომარ იმრანის გადაცემის შემდეგ, სხირტლაძე თავით ურტყამდა. თუმცა, როინ კვასხვაძე ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო. ამის შემდეგ კი, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თამაშის ტემპს მოიმატა და ნელ-ნელა სათამაშო უპირატესობა გაზარდა. ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების დინამოელ ფეხბურთელს, გიორგი კუციას შეეძლო, თუმცა, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა, ბურთი სწორედ მეკარეს გაარტყა.
შეხვედრის 77-ე წუთზე, დინამოელთა ჰოლანდიელმა მცველმა როდნი კლოუსტერმა, მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა და მოპირდაპირე მხარეს დავით სხირტლაძეს საგოლე გადაცემა გაუკეთა. ამ უკანასკნელმა, კი, რომელიც გორის „დილასთან" ჩატარებული სახით, ამ ჯერზე სასტარტო შემადგენლობაში იყო, „დინამო თბილისის" მაისურით მეორე გოლი გაიტანა. კიდევ 6 წუთში, ამჯერად კუციას „ასისტის" შემდეგ, სხირტლაძემ 83-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
თბილისურ დერბიში ვითარების გამოსასწორებლად, „ლოკოს" 7 ძირითადი დროის და 7-იც მსაჯის მიერ კომპენსირებული წუთი ჰქონდა. თუმცა, „დინამო თბილისმა" ამ დროში, საკუთარი კარის მშრალად შენახვა მოახვედრა, ანგარიშით 0-2 გაიმარჯვა და აქტივში, მორიგი 3 ქულა ჩაიწერა, რამაც, საშუალება ჰქონდა მეორე ადგილოსანი ბათუმის „დინამოსგან" 5 ქულით დაწინაურებულიყო. თუმცა, ბათუმურ გუნდს, ერთი თამაშით ნაკლები აქვს. სხვათა შორის, დღეს, „დინამო თბილისმა" და „ლოკომოტივმა" მე-13 ტურის გამოტოვებული შეხვედრა ითამაშეს. ამავე ტურის მატჩი, ქუთაისის „ტორპედოსა" და ბათუმის „დინამოს" შორის, ასევე დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, იმერულ კლუბში კორონა ვირუსის დადასტურებული ბევრი შემთხვევის გამო, თამაში კვლავ გადაიდო.
სატურნირო ცხრილი





ჩვენ








