ანგელოვსკის თბილისში მოგება უნდა
ანგელოვსკის თბილისში მოგება უნდა
09.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჩრდილოეთ მაკედონის სპორტული მედიაში, რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, ეროვნულ ნაკრებში შექმნილ ვითარებაზე, რომელიც დღეს შეიკრიბა და ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის, მათ შორის 12 ნოემბრის მატჩისთვის დაიწყო მზადება.


Derbi.mk-ს ინფორმაციით, იგორ ანგელოსვკი, რამდენიმე სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. უმთავრესი პრობლემა, ლეგიონერებს უკავშირდება. მაგალითად, გუნდის მეკარეს დანიელ ბოჟინოვსკის COVID-19-ის ტესტმა, დადებითი პასუხი აჩვენა. კირე რისტევსკის ვითარებაც ჯერ კიდევ არ გარკვეულა, რადგან, ქართველთა მოწინააღმდეგის ბანაკში, ამ ფეხბურთელის განმეორებით ტესტის პასუხებს ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ პასუხი უარყოფითი იქნება. გაურკვეველია არიან ადემის მდგომარეობაც, რომელმაც ხორვატიის ჩემპიონატის მატჩის გახურების დროს ტრავმა მიიღო.


აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ გვერდიც და ხაზს უსვამს, რომ პრობლემების მიუხედავად, იგორ ანგელოსვკის გუნდი თბილისში, მხოლოდ მოსაგებად ჩავა.


„ვიცით, ვის ვეთამაშებით და როგორ უნდა ვეთამაშოთ. მაქსიმალურად მობილიზებული უნდა ვიყოთ და გქონდეს სათამაშო მოტივაცია, რომელიც უნდა მოვიგოთ. იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს გავიდეთ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ეს არის მატჩი, რომელიც განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. ჩვენ ხომ გვაქვს შანსი, გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. დადებითი შედეგების მიღწევის შემდეგ, აღმოვჩნდით სიტუაციაში და ბედნიერები ვართ, რომ ამ ფინალის მონაწილეები გავხდით, მაგრამ ამაზე შეჩერებას არ ვაპირებთ. ეს არის აბსოლუტურად ახალი მატჩი, უკვე გამართული 2 შეხვედრისგან განსხვავებით. ეს არის ორი ეროვნული ნაკრები ფინალი, რომელ დუელშიც, ვიმედოვნებ, რომ მათ მიერ გაკეთებული ნიუანსები, ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს", - ამბობს ანგელოვსკი, ჩრდ. მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში.


შეგახსენებთ, რომ ჩრდ. მაკედონიის ნაკრები, რომელიც სკოპიეში დღეს შეიკრიბა, თბილისში 11 ნოემბერს ჩამოვა. თუმცა, ოფიციალურ შეკრებამდე, სასტუმროში მისულ გუნდის მეკარეს, კორონა ვირუსი დაუდასტურდა და როგორც ფედერაციის ვებ-გვერდი იტყობინება, მან სასტუმრო ისე დატოვა, რომ კონტაქტში არავისთან შესულა.


„სამწუხაროდ, კორონა დამიდასტურდა და დროის რაღაც პერიოდი კარანტინში მომიწევს გავატარო. სიმპტომები არ მაქვს, მაგრამ უნდა ვიყო იზოლირებული თანაგუნდელებისგან უახლოეს დღეებში. ვუსურვებ მათ, ევროპაზე გასასვლელ თამაშში წარმატებას. მე მათი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვიქნები", - ამბობს დანიელ ბოჟინოვსკი.


ფედერაციის გვერდი, იქვე იტყობინება, რომ ანგელოვსკი, თბილისური მატჩისთვის სხვა მეკარის დამატებას არ აპირებს, თუმცა, ერთა ლიგის მატჩებისთვის, ესტონეთისა და სომხეთის წინააღმდეგ, არაა გამორიცხული, რომ ბოჟინოვსკი სხვა მეკარით ჩაანაცვლოს.


ფოტო: Derbi.mk