
რაც უფრო ახლოვდება საქართველო-ჩრდ. მაკედონიის თამაში, ვნებათა ღელვა მით უფრო მატულობს ორივე ბანაკში და სრულებით ბუნებრივია, რომ ორივე მხარე, მხოლოდ წარმატებაზე ფიქრობს.
დღეს, სკოპიეში, ჩრდ. მაკედონიის პრესასთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებმა გააკეთეს.
„მინდა, რომ ყველა ვიყოთ ჯანმრთელები და ისეთ, ფორმაში, როგორც გვეკადრება. მოდით, მოვემზადოთ, რაც შეიძლება უკეთ. ვიცით, რა იქნება შემდეგ და რას მოგვიტანს ეს მატჩი. ჩვენ, ამას სამი წელი ველოდით. ჩვენ მოვკვდებით მინდორზე, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მაკედონიის ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე გავიყვანოთ. ჩვენ ორი შეხვედრა გვაქვს ჩატარებული, მაგრამ ეს აბსოლუტურად განსხვავებული თამაში იქნება. რთულ მატჩს ველოდებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად", - ამბობს ვისარ მუსლიუ, ჩრდ. მაკედონიის ნაკრების მცველი.

„ეს მატჩი, არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაკედონიის ისტორიაში. ჩვენს მაქსიმალურად დავიხარჯებით და გპირდებით, რომ ევროპაზე გასასვლელად ვიბრძოლებთ. ჩვენ მათ 2 მატჩი ვეთამაშეთ და ისინი, სრულებით განსხვავებული იყო. ახლა ფინალია. აქ ტაქტიკას ისეთი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენადაც გადამწყვეტი გული და სურვილი იქნება. ჩვენ, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები ვიცით, უახლოეს დღეებში ამაზე ვიმუშავებთ, გავაანალიზებთ და იმედი გვაქვს ევროპაზე ადგილის მოპოვების. უფრო გამოცდილი მოთამაშეები ზეწოლას ვერ ვგრძნობთ, რადგან ბევრი თამაში გვაქვს ჩატარებული და ახლაც ამაყად წარმოვადგენთ მაკედონიას",- ამბობს ილია ნესტოროვსკი, ჩრდ. მაკედონიის თავდამსხმელი.

ამასობაში, ჩრდ. მაკედონიის ფეხბურთის ვეტერანების აზრს გამოხატავს გიორგ ხრისტოვი, რომელსაც მიაჩნია, რომ ანგელოსვკის მიერ დაკომპლექტებული გუნდი, ერთ-ერთი უძლიერესია ჩრდ. მაკედონიის ფეხბურთის ისტორიაში და შეუძლიათ ისტორიის დაწერა.
„ბოლო 30 წლის მანძილზე, ჩვენი თაობის არც ერთი ნაკრები ასე ახლოს, ევროპის ჩემპიონატის ფინალთან არ ყოფილა და ეს დასტურია იმის, რომ ეს ბიჭები საუკეთესოები არიან", - ამბობს ხრისტოვი.

აქვე, ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ ანალოგიური შეფასება შეგვიძლია მივცეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც ბოლო 30 წლის მანძილზე, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია შემადგენლობით და რომელსაც, ერთ ნაბიჯი აშორებს ნანატრ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე. თან, უგულობა და „ჟილკა" არც საქართველოს ნაკრებს მგონია აკლდეს. ასე, რომ 12 ნოემბერს, 21:00 „დინამო არენაზე" საკმაოდ საინტერესო, მძიმე და მნიშვნელოვანი მატჩი გველის.
სტატია მომზადებულია derbi.mk-სა და sportmedia.mk-ს მიხედვით
ფოტოები: derbi.mk-სა და sportmedia.mk-ს





ჩვენ








