
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2017 წლის ბოლო შეკრებას გადის. 10 და 13 ნოემბერს, ამხანაგურ შეხვედრებში ჩვენები კვიპროსისა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებებს შეხვდებიან. ქართულ ლეგიონს, ვლადიმირ ვაისის გამოძახებულ ფეხბურთელთაგან, ბოლოს გიორგი პაპუნაშვილი შეუერთდება, რომლის „რეალ სარაგოსამაც" დღეს გამთენიისას ბოლო შეხვედრა გამართა.
პირველი ვარჯიში კი ქართველმა ფეხბურთელებმა 6 სექტემბერს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონის" ბაზაზე გამართეს. სავარჯიშო პროცესში 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი მაკარიძე, როინ კვასხვაძე, ლევან გეგეჭკორი, გია გრიგალავა, ლაშა შერგელაშვილი,ჯაბა კანკავა, ჯაბა ჯიღაური, გიორგი მერებაშვილი, გიორგი აბურჯანია, გიორგი ქვილითაია, ნიკა კაჭარავა და ირაკლი სიხარულიძე.
კიდევ 11 ლეგიონერი ეროვნული ნაკრებს დღეს, დღის მანძილზე შეუერთდება. მიმდინარე შეკრებაზე კი, ვლადიმირ ვაისს გამოძახებული ჰყავს მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია); ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ); თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).
შეგახსენებთ, საქართველო-კვიპროსის მატჩი გორის, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 10 ნოემბერს 17:00 საათზე დაიწყება. საქართველო-ბელარუსის შეხვედრა კი, ქუთაისის, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე შედგება. მატჩებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია tkt.ge-ზე მიმდინარეობს.





ჩვენ








