არიან ადემი თბილისში არ ჩამოვა
არიან ადემი თბილისში არ ჩამოვა
10.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ნახევარმცველი არიან ადემი 12 ნოემბრის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ფეხბურთელმა, როგორც გახსოვთ, ტრავმა საკლუბო თამაშამდე მოთელვისას მიიღო.


ქართველთა მოწინააღმდეგის ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ადემი ჩრდ. მაკედონიის ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა, მას სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ფეხბურთელს, წინა კუნთი აქვს ნაწილობრივ გაგლეჯილი და საქართველოსთან თამაშისთვის მისი გამოჯანმრთელების შანსები მინიმალურია.


შესაბამისად, იგორ ანგელოვსკიმ მის ნაცვლად უკვე „შკენდიის" ნახევარმცველი ენურ ტოტრე გამოიძახა. დიდი ალბათობით, ის მთელი სანაკრებო ციკლი, გუნდთან ერთად იქნება.


ჩრდ. მაკედონიის ნაკრები დღეს, საღამოს, „პეტრ მილოშევსკის" სახელობის საწვრთნელ ბაზაზე ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს და ხვალ დილით, ჩარტერული რეისით თბილისში გამოემგზავრება.



ფოტო: ffm.mk