
ჩრდილო მაკედონიელები ღრენას აგრძელებენ და სურვილი აქვთ, საქართველოში, „დინამო არენაზე" ჩვენი ქვეყნის ნაკრები მათზე დამოკიდებული იყოს. ყოველ შემთხვევაში, მეტოქე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ელიფ ელმასის ინტერვიუდან ეს აზრი იკითხება.
„ველოდები ფინალს, ერთმატჩიანს და ბევრ ბრძოლას. ეს იქნება რთული თამაში. ფსონები მაღალია, მაგრამ ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით და ერთად ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენ გვჭირდება მთელი 90 წუთი კონცენტრაცია და ენერგია. საქართველო, ასევე ეცდება მიაღწიოს წარმატებას და ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე თამაშს. თუმცა, ჩვენ ისე უნდა გავაკეთოდ, რომ მინდორზე ყველაფერი ჩვენზე იყოს დამოკიდებული. მე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ეს არის მნიშვნელოვანი მატჩი და მე მას ჩემთვის, გუნდისთვის და ქვეყნისთვის ვითამაშებ. იმედი მაქვს, გამომივა. ჩვენ მოვიპოვებთ ადგილს, ევროპის ჩემპიონატზე", - ამბობს ფეხბურთელი.
სხვათა შორის, ელმასი, ერთად-ერთი გამონაკლისია, რომელმაც ქვეყანა, საქართველო, ახსენა ინტერვიუში. სხვა ყველა დანარჩენი, მათ შორის გუნდის მთავარი მწვრთნელი ქვეყნის სახელწოდების ნაცვლად, ნაცვალსახელებით შემოიფარგლებიან.
შეგახსენებთ, რომ უეფას, ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის ფინალური შეხვედრა საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ ნაკრებებს შორის, 12 ნოემბერს, 21:00 დაიწყება.
მასალა მომზადებულია ffm.mk-ს მიხედვით





ჩვენ








