ჩრდ. მაკედონიელებმა „გაგვშიფრეს“
ჩრდ. მაკედონიელებმა „გაგვშიფრეს“
10.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჩრდ. მაკედონიური ვებ-გვერდი, რომელიც როგორც ჩანს ადგილობრივი ფედერაციის სატელიტი ვებ-გვერდია დღეს, საღამოს ავრცელებს ინფორმაციას, ვითომდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ქართულ მედიასთან, 12 ნოემბრის მომავალი თამაშის ტაქტიკურ სქემაზე ისაუბრა.


ვებ-გვერდი ჯიუტად ერთ-ერთ ქართულ ვებ-გვერდზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ ვლადიმირ ვაისი, მომავალი თამაშისთვის 4-2-3-1 სქემას ამზადებს. იმის შესახებ, რომ ქართული მედია, გულდაწყვეტილია გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის გამო და იმედებს ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირებს. ახლა ისღა დაგვრჩა გასარკვევი, რომელ ფლანგზე მიუჩენს ადგილს ვაისი კვარაცხელიას, მარჯვენაზე თუ მარცხენაზე და იქნება თუ არა ოქრიაშვილი, ფეიქ „ცხრიანიო". ქართულ მედიაზე დაყრდნობით, მაკედონიელები ასკვნიან, რომ ვაისი ორი დილემის წინაშე დგას, თუმცა, ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, კვარაცხელია და ოქრიაშვილი, რომ არ შეიცვლება ეს კარგად ვიცითო.


ქართულ მედიას საკუთარი გუნდის მთავარი მწვრთნელის გამოცდილების სჯერა და მისგან 12 ნოემბრის თამაშზე დიდებულ ტაქტიკურ მონახაზს ელიან, რაც გადამწყვეტი ფაქტორი უნდა გახდესო.


ანგელოვსკის გამონათქვამებსაც აანალიზებენო, უფრო სწორად იმას, თუ როგორ აღვიქვით მათი „ვუდუს" თქმული და მიაჩნიათ, რომ იმ ორი მატჩიდან გამომდინარე, მაკედონიელთა მწვრთნელი არარეალისტურ გათვლებს აკეთებსო. ის ძაან დარწმუნებულია ჩრდ. მაკედონიის ნაკრების გამარჯვებაში და ამ მხრივ, ფანდიაო. განსაკუთრებით ქართული მედიამ ასე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც ანგელოვსკიმ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში დააანონსაო. ალბათ გახსოვთ, რომ ჩრდ. მაკედონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ერთ-ერთ ინტერვიუში, განაცხადა, რომ ისტორიული მატჩი ავსტრიის წინააღმდეგ იქნებაო.


თურმე, ჩვენ ისიც გაგვკვირვებია, რომ მაკედონიამ და ანგელოვსი, სკოპიეში, ერთა ლიგის ჯგუფურ თამაშზე „კარტები" დამალა და თან დაამატა, რომ ეს, ორივე გუნდის მწვრთნელმა გააკეთაო.


ბოლოს, იმასაც წერენ, რომ პანდევის ძალიან გვეშინია. უფრო სწორად, ყველაზე მეტად მისი. გამოცდილი კაპიტანი ბევრ პრობლემას შექმნისო. თუმცა, ისიც არ ავიწყდებათო, რომ პანდევმა კვარაცხელიას შესახებ კარგად ილაპარაკაო.


მოკლედ, ასეო, ისეო, და ქართველები ადგილობრივად სიტუაციას ქოქავენ და ამძაფრებენო. თუმცა, რაც ამ წინასამატჩოდ ჩრდ. მაკედონიის მთავარი მწვრთნელი ლაპარაკობს, ამდენი ჩვენსას 4 წელში არ ულაპარაკია. ფაქტი ერთია, რომ სათამაშო ბრძოლასთან ერთად, 12 ნოემბერს გველის ნერვების ომიც და ჩვენ ამ ომში, უნდა გავიმარჯვოთ. ისიც ფაქტია, რომ რეალურად, ჩრდ. მაკედონიელები არა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, არამედ მთელს ერს ცოტა არ იყოს აგდებულად გვიყურებენ.