8 მედალი და გუნდური პირველი ადგილი
8 მედალი და გუნდური პირველი ადგილი
10.11.2020
ავტორი: თ.ჯ.

ხორვატიის ქალაქ პორეცში, ძიუდოში, 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ორ დღეს გაგრძელდა. საქართველოს ნაკრები, ტურნირზე 9 სპორტსმენით, 6 წონით კატეგორიაში იყო წარმოდგენილი:

-60კგ - თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი

-66კგ - ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი თუთაშვილი

-81კგ - ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი

-90კგ - ლუკა მაისურაძე,

-100კგ - ონისე სანებლიძე,

+100კგ - გელა ზაალიშვილი.


ასპარეზობის პირველ დღეს, ქართველებმა ორ წონით კატეგორიაში იასპარეზეს. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ორივე ძიუდოისტმა მედლების აღება შესძლო. ჯაბა პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თემურ ნოზაძე კი, ფინალში, რუსეთის წარმომადგენელთა დამარცხდა და მხოლოდ, ვერცხლის მედალს დასჯერდა.


ამავე დღეს, 66კგ-მდე წონით კატეგორიაში, ევროპის 23-წლამდელთა ჩემიონატის ბრინჯაოს მედალი მოიგო ბაგრატ ნინიაშვილმა.


ასპარეზობის მეორე დღეს, ჩვენებურები 4 წონით კატეგორიაში იყვნენ წარმოდგენილნი. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს მოასპარეზე ხუთივე ძიუდოისტმა სხვადასხვა ყალიბის მედლის მოგება მოახერხა.


-81 კგ კატეგორიაში, ვლადიმერ ახალკაცმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამავე წონაში გამარჯვებული კი, ტატო გრიგალაშვილი გახდა.


- 90კგ წონითი კატეგორია მოიგო ლუკა მაისურაძემ.


-100კგ ონისე სანებლიძემ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო +100კგ მოასპარეზე გელა ზაალიშვილს, ევროპულ ოქრომდე სულ ცოტა დააკლდა. ფინალში ჩვენიანი, უნგრელ სპორტსმენთან დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.


საერთო ჯამში,   პორეცში, ქართველების მონაგარი 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალია. შესაბამისად, ჩვენმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზეც გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.