
„პატარა რესურსის" მქონე ვლადიმირ ვაისის გუნდმა, როგორც დღეს, „დინამო არეზე" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩრდ. მაკედონიის მთავარმა მწვრთნელმა, იგორ ანგელოვსკიმ, ჩვენს ნაკრებს უწოდა, 27 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. საქართველოსთვის, ყველა დროის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის მოწინააღმდეგე და ანგელოვსკის დღევანდელ გამონათქვამებს თუ დავეყრდნობით, უფრო მდიდარი რესურსის მქონე ჩრდ. მაკედონიის გუნდი კი, თამაშამდე, ბოლო ვარჯიშზე, მხოლოდ 21 მოთამაშით წარსდგა. თუმცა, ახლა მეტობა-ნაკლებობას, ცოტა სხვა კუთხით გვინდა შევხედოთ და მივყვეთ მწვრთნელთა ფიქრების თანმიმდევრობას.
„რა თქმა უნდა ხვალინდელი დღე ქართული ფეხბურთისთვის, მრავალი თაობისთვის და ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. მჯერა, რომ საქართველო ხვალ, იქნება ბედნიერი. გუნდთან ერთად გაწეული 5-წლიანი სამუშაო, ხვალ უნდა წარმატებამდე მივიყვანოთ. ყველას გვეიმედება, რომ გავიმარჯვებთ. ანალოგიური მიზნები აქვს მაკედონიასაც. ორივე გუნდს, აქვს პრობლემები. წინა პრესკონფერენციაზე, იკითხეთ კოსოვო უფრო მინდოდა მეტოქედ ფინალში, თუ მაკედონიაო. მაშინ მე გითხარით, რომ ჩვენთვის ყველაზე მთავარი და საშიში მეტოქე „კორონა" იყო", - ამბობს ვლადიმირ ვაისი, დღეს, „დინამო არენაზე" გამართულ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე.

ამ პრესკონფერენციამდე, რამდენიმე წუთით ადრე კი, ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ის სამწუხარო მოლოდინი დადასტურდა, რაც საფეხბურთო წრეებში ყველამ ვიცოდით, თუმცა, ბოლო მომენტამდე იმედს ვიტოვებდით, რომ რაიმე შესაძლოა შეცვლილიყო. სამწუხაროდ, ვაისმა, მტერი სწორად განსაზღვრა და ამ მტერმა, მას მატჩამდე ერთი დღით ადრე, 2 ფეხბურთელი „ააცალა".
„სამწუხაროდ, 2 მოთამაშ გვაკლია - კვარა და შენგელია. ძალიან ვწუხვართ, ამ ამბის გამო, მაგრამ რას ვიზავთ? უნდა ვითამაშოთ. საბედნიეროდ, გუნდში გვყავს სხვა ფეხბურთელები, ვინც მათ ჩაენაცვლება და ხვალ მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ, არ უნდა დავეყრდნოთ მხოლოდ, ჩაკვეს და კვარას! ჩვენ გვყავს სხვა ფეხბურთელები და მათთან ერად უნდა ვითამაშოთ გულით და მაქსიმალურად ვიბრძოლოთ წარმატებისთვის. ეს არ იქნება თამაში მხოლოდ ტაქტიკის, ან ტექნიკური, ან ვინ უფრო კვალიფიციურია. ეს იქნება თმაში განწყობაზე, ემოციაზე და ხასიათზე დამოკიდებული. უნდა გავითვალისწინოთ ის თუ, რა განწყობით გავალთ ხვალ სათამაშოდ", - ამბობს ვლადიმირ ვაისი.

თბილისში ჩამოსული ჩრდ. მაკედონიელთა მთავარი მწვრთნელი, ცოტა უფრო მოკრძალებული იყო, ვიდრე, ეს სკოპიედან გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანდა. ფაქრია, რომ ქართველთა მოწინააღმდეგესაც დანაკლისი აქვს და თბილისში, დაანონსებული 23 ფეხბურთელის ნაცვლად, მხოლოდ 21 მოთამაშით ჩამოვიდა, აქედან, უშუალოდ გამომგზავრებამდე, რამდენიმეს ჩანაცვლებაც დასჭირდა. ანგელოვსკიმ, თბილისში, ოთხი მოთამაშე, ენის ბარდი, კირე რისტევსკი, კრსტე ველკოსკი და მეკარე დანიელ ბოჟინოვსკი ვერ ჩამოიყვანა. სამაგიეროდ, ტრავმირებული (წინა კუნთგაგლეჯილი) არიან ადემი, მაინც ჩამოიყვანა და ვარჯიშზეც გამოიყვანა.

„დიახ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ ვინც აქ არის, მათ ისტორიის დაწერა სურთ. ჩემი საქმე გუნდის მომზადებაა, ფინალში არა მონაწილეობა, არამედ გამარჯვება. მე ამ ბიჭების მჯეროდა მაშინ, როდესაც მათი არავის სჯეროდა და მათთან ერთად ვიქნები ბოლომდე. ვერ გეტყვით, ვინ ითამაშებს და ვინ არა, მაგრამ ვეცდებით, რომ მოედანზე ჩვენს ხელთ არსებული საუკეთესო შემადგენლობა გავიყვანოთ. ვლადიმირ ვაისს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მან შესანიშნავ შედეგებს მიაღწია ისეთი პატარა რესურსის გუნდში, როგორც საქართველოა და ასევე ვართ ჩვენც. ფინალში თანაბარი თამაში იქნება და შანსიც თანაბარია, გაიმარჯვებს საუკეთესო და ვიმედოვნებ, რომ ეს ჩვენი გუნდი იქნება. ბოლო ორი თამაში ორივე გუნდისთვის კარგი შანსი იყო ერთმანეთის შესასწავლად და ვფიქრობ, ეს ორივე გუნდმა მოახერხა. ამიტომ, ხვალ ბევრი რამ დამოკიდებული ტაქტიკაზე იქნება და არა სათამაშო სტილზე", - ამას კიდევ იგორ ანგელოვსკი ამბობს.

ვერ გეტყვით, რა ტაქტიკას და თამაშის სტილს აირჩევს ხვალ ჩრდ. მაკედონიელთა მთავარი მწვრთნელი, მაგრამ ფაქტია, თუ მეტოქე გუნდის მედიას და მათი „გურუს", პანდევის გათვლებს ვენდობით, ჩრდ. მაკედონიელებს, საფიქრალი, მხოლოდ ის ჰქონდათ დარჩენილი, ვაისი კვარაცხელიას რომელ ფლანგზე მიუჩენდა ადგილს და მათ მიერ გამოცნობილი, არარსებული ლაინ-აფის 9 ფეხბურთელს, რომელი მოთამაშეებით შეავსებდა ქართველთა გუნდი. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც კვარაცხელიას კოვიდინფიცირების შესახებ გახდა ცნობილი, ფაქტია, რომ ანგელოვსკისაც, მოწმენდილ ცაზე საფიქრალი მოემატა. ვაისი კი, ჯიუტად არ ასახელებს კვარაცხელიას შემცვლელს და საერთოდ, ცდილობს, რომ სხვა პრესკონფერენციებიდან განსხვავებით, ფინალური მატჩის ლაინ-აფთან დაკავშირებით, უფრო მეტად თავშეკავებული იყოს.

„რა თქმა უნდა, ხვალ ჩვენ, კვარაცხელიასა და შენგელიას გარეშე გვიწევს თამაში, თუმცა, ახლა როგორც თქვენ კითხულობთ, მხოლოდ პაპუნაშვილი არ არის ის ფეხბურთელი, ვისზეც შესაძლოა ვიფიქროთ. არის, ზუკა დავითაშვილი, კაჭარავა, ლობჟანიძე, პირველად ბექა მიქელთაძე. კიდევ ქვილითაია... ჩვენ ყველა ეს ფეხბურთელი, შეგვიძლია ვცადოთ ფლანგზე. შევხედავთ. ბუნებრივია, რაღაც სასტარტო შემადგენლობის გარკვეული მონახაზი მაქვს, მაგრამ ახლა ამ თემაზე ლაპარაკს არ ვაპირებ. პაპუნაშვილთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ კლუბში ცოტა, 20-20 წუთი სათამაშო დრო ეძლევა დასაფიქრებელია. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ხვალ იქნება ეს, თუ მომდევნო თამაშებში, ის აუცილებლად დაგვეხმარება, ის კონკრეტული ეპიზოდების, ძალიან კარგი შემსრულებელია. მე მინდა, მივცე მას შანსი, რადგან 2 წლის წინ, ვიდრე ტრავმას მიიღებდა ის ფანტასტიკურ ფორმაში იყო და რომ არა, ის ტრავმა, დღეს ის სხვაგვარად იქნებოდა. ის ახლა, კარგ ჩემპიონატში, ესპანეთში თამაშობს და იმედი, მაქვს რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ჩვენთვის. რაც შეეხება კაშიასა და კვერკველიას, მათ მარჯვნივაც შეუძლიათ თამაში და მარცხნივაც და ეს ხვალ დამოკიდებული იქნება, თუ როგორ ითამაშებს ხვალ ოპონენტი", - ამბობს ვლადიმირ ვაისი.

ასეა თუ ისე, იდეალური შემადგენლობით, ფინალურ მატჩს ვერც-ერთი გუნდი ვერ ხვდება. ანგელოვსკი აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოყვანილი ფეხბურთელები, მას მშვიდად ძილის გარანტიას აძლევენ. რამდენად მშვიდად დაიძინებს ვაისი დღეს ღამით, რთული სათქმელია, ის კი ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხვალისთვის მიზანი დაისახა:
ჩრდილოეთ მაკედონიას ორჯერ დავუპირისპირდით, ორივე შემთხვევაში სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზით ითამაშა მეტოქემ
ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ
საჭიროა, რომ შეტევაში მაღალ დონეზე ვითამაშოთ
ჩრდ. მაკედონიაზე ერთით მეტი გოლი უნდა გავიტანოთ
ორი გზაა, ან ვიგებთ და ან ვაგებთ, ან ვხდებით გმირები ან ლუზერები. ჩვენი ოცნებაა, რომ ქართველმა ხალხმა გაიხაროს
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ, 12 ნოემბერს, უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს. ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ თამაში თბილისში, „დინამო არენაზე" 21:00 დაიწყება.





ჩვენ








