ქართველმა ახალგაზრდებმა სლოვაკები დაამარცხეს
ქართველმა ახალგაზრდებმა სლოვაკები დაამარცხეს
12.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2021 წლი ჩემპიონატის ბოლო ჯგუფური შეხვედრა მოიგო. ვასილ მაისურაძის შეგირდებმა, დღეს, მიხეილ მესზე სლოვაკეთის ნაკრები ანგარიშით 2-1 დაამარცხეს და ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს.


შეხვედრა ქართველების სწრაფი გოლით გაიხსნა. ქართველების შეტევა უხერხულად მოიგერია სლოვაკთა ფეხბურთელმა ფაბიშმა და მე-9 წუთზე, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. შეხვედრის მეორე ტაიმში, მას შემდეგ რაც მინდორზე გიორგი კუცია შემოვიდა, ქართველთა ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო მეტოქის კარის მიმართულები შეტევები. 78-ე წუთზე კი ბექა დარცმელიას გადაცემის შემდეგ, ანრი მექვაბიშვილმა, შორეული დარტყმით, ანგარიში ორამდე გაზარდა. მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითა შეძლეს და უნდა ითქვას, რომ უფრო აქტიურადაც გამოიყურებოდნენ ბოლო წუთები, თუმცა, თამაშის გადასარჩენად მათ დროც არ ეყოთ და არც ქართველებმა მისცეს ამის შესაძლებლობა.


შეხვედრა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ამ შეხვედრით, ჩვენმა ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა.