
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გუშინდელი მარცხი, პოლიტიკურმა პარტიებმა მორიგი პროვოკაციისთვის სცადეს გამოეყენებინათ. ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან, აქციის ჩატარების მცდელობა, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერს ნიკა მელიასა და საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველის, კახაბერ ალადაშვილს და მთა რამდენიმე მომხრეს ჰქონდათ. აქციის მონაწილეებს, რომლებსაც ოფისში შეღწევის მცდელობა ჰქონდათ, სფფ-ს თანამშრომლები, მათ შორის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ.
„ფეხბურთის ფედერაციიდან არავინ, მათ შორის ვეტერანი ფეხბურთელებიც ქართველ გულშემატკივარს არ დაპირისპირებიან. დღეს, როდესაც ქართულ ფეხბურთს მძიმე წუთები აქვს და ნამდვილი გულშემატკივარი სინანულით არის განწყობილი, ფედერაციასთან მოვიდა პროვოკატორთა ჯგუფი. მელიას და ალადაშვილის დაორგანიზებული აქცია ფეხბურთის ფედერაციასთან არაფერ შუაში არ არის. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები შესაძლოა, დაუპირისპირდნენ მათ ვინც პროვოკატორები არიან და არასახელმწიფოებრივად მოქმედებენ, თუმცა ნამდვილი ქართველი გულშემატკივარი დიდი სინანულით არის განწყობილი.
ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა ევროპის ჩემპიონატამდე და ისე როგორც არასდროს, ჩვენს გუნდს სჭირდება მხარდაჭერა. ორ დღეში ოფიციალური თამაში გვაქვს სომხეთის ნაკრებთან და საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ არის დღეს ეს პროვოკაციები იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის გათამაშების კიდევ ორი დასკვნითი ეტაპი აქვს. ისე როგორც არასდროს, ჩვენს გუნდს სჭირდება ახლა გამხნევება. დარწმუნებული ვარ, რომ რაოდენობრივად ჩვენ უფრო ბევრნი ვართ, ფეხბურთის გულშემატკივრები, მაგრამ ყველაზე მეტი ჩვენმა ფეხბურთელებმა დაკარგეს ის, რომ ევროპის ჩემპიონატის შანსი ვერ გამოიყენეს", - აღნიშნა დავით მუჯირმა.
ხმაური და პროტესტი, ე.წ. აქტივისტების მხრიდან, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის გუშინდელ საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრებს არდაშვების გამო იყო. თუმცა, მათი მტკიცებით, თამაშს მმართველი გუნდის წევრები დაესწრნენ.
ინფორმაციის სახით, უეფა-ს რეგულაციით, იმ 30%-ის გარდა, რომლის ევროპულ სტადიონებზე დაშვების რეკომენდაცია ევროპის საფეხბურთო მმართველმა ორგანომ გასცა და ესეც, მხოლოდ იმ შემთხვევაში შესაძლოა იყოს ძალაში, თუ კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლება, კონკრეტულ მომენტში ეპიდვითარებიდან გამომდინარე რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს დავამატებ, რომ არის კიდევ გარკვეული პროტოკოლი, რომელიც ე.წ ოფიციოზის მატჩებზე დასწრების კვოტას აწესებს. ასევე ინფორმაციის სახით, მსგავის პროტოკოლი მოქმედებს იმ შემთხვევებშიც თუკი, რომელიმე სტადიონს დისკვალიფიკაციის სახით ეკრძალება თამაშებზე მაყურებლის დაშვება. მაგალითად ასე იყო, 2019 წელს როდესაც უეფას ევროპა ლიგის მატჩში, „დინამო თბილისი" როტერდამის „ფეიენოორდს" დაუპირისპირდა.
თუმცა, აქვე ვაფიქსირებთ ჩვენი გვედრის პირად პოზიციას, რომ 12 ნოემბრის მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, 30%-ის კიდევ უფრო შეზღუდული ნაწილის („ქომაგთა" ტრიბუნა მაქვს მხედველობაში) დაშვება, გამონაკლისის სახით, ალბათ მაინც იყო შესაძლებელი.
და ბოლოს, იმ მომენტში, როდესაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 15 და 18 ნოემბერს, ორი მნიშვნელოვანი მატჩი რჩება ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში და არის შანსი B დივიზიონში ასვლის, მსგავსი აქციები, ისედაც დაძაბული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა და ცეცხლზე ნავთის დასხმა, უფრო პოპულისტური ნაბიჯებია, ვიდრე ფეხბურთის სიყვარული და მასზე ზრუნვა.
სფფ-ს ფოტო / ლაშა კუპრაშვილი





ჩვენ








