
სომხეთთან თამაშში, ისევე, როგორ 12 ნოემბრის მატჩში, მონაწილეობას ვერ მიიღებს ლევან შენგელიამ. ფეხბურთელმა, რომელსაც თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კორონა ვირუსის ტესტის დადებითი პასუხი ამოუვიდა, საკუთარ სოციალურ ქსელში შემდეგი დაწერა:
„გამარჯობა, ყოველთვის ვერიდებით მოქმედი ფეხბურთელები საჯაროდ აზრის დაფიქსირებას რაც ჩემი აზრით სწორია, მაგრამ ახლა, ისეთი სიტუაციაა, მეც მინდა ქართველ გულშემატკივარს ვუთხრა, პირველ რიგში ბოდიში, რომ ოცნება ვერ აგიხდინეთ. რაც შეეხება ჩემ სათქმელ,ს მინდა ვთქვა, რომ ახლა, ესეთ რთულ სიტუაციაში, გვჭირდება მხარდაჭერა და გამხნევება და რა თქმა უნდა, ჯანსაღი კრიტიკაც. ძალიან მალე გავა დრო და ისევ გვექნება საშუალება მივიდეთ ისეთ გადამწყვეტ თამაშამდე, რაც მაკედონიასთან გვქონდა და ამისთვის, ერთად უნდა მოვემზადოთ.
არ უნდა გადავდოთ და დაველოდოთ ისევ, როდის მოვა ფინალური ეტაპი, ხვალ და კიდევ სამ დღეში, გვაქვს თამაში სადაც ფეხბურთელისთვის რთული იქნება თამაში, თუ იგივე მხარდაჭერა არ იქნება, რაც მაკედონიასთან. ეს მოგვცემს საშუალებას ნაკრებმა გააგრძელოს განვითარება და უკვე მომავალში, მინიმუმადე იქნება დაყვანილი იმედგაცრუება, რადგან ვიგრძნობთ, რომ თქვენ ყველა ჩვენ თამაშს, იგივე განწყობით ელოდებით და კიდევ, ერთხელ გავიმეორებ, რომ ერთად უნდა გავაგრძელოთ მზადება და განვითარება, რადგან ეხლა სხვა გზაა არაა. ვერ დავნებდებით და ეს, გულისწყვეტა ბევრი სიხარულით უნდა შევცვალოთ", - ამბობს ლევან შენგელია.
რაც შეეხება, ფეხბურთელის ჯანმრთელობას, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმედი გვაქვს მალე, კვლავ დაუბრუნდება აქტიურ ფეხბურთს.
შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მე-5 ტურის მატჩი, სომხეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, ხვალ, 15 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. ისევე, როგორც წინა შეხვედრებში, „დინამო არენაზე" გულშემატკივარი არ დაიშვება.
სფფ-ს ფოტო / ლაშა კუპრაშვილი





ჩვენ








