კორონამ ფინალი გადადო
კორონამ ფინალი გადადო
22.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საფეხბურთო კლუბ „გაგრაში" ბოლოს ჩატარებული ტესტირების შედეგად, თითქმის მთელ გუნდს 2 მოთამაშის გარდა და სტაფის დიდ ნაწილს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, ლიგა 2-ის დაგეგმილი კალენდარული მატჩი, რომელიც 29 ნოემბერს უნდა გამართულიყო და მანამდე საქართველოს თასის ფინალიც გადადებულია.


თასის ფინალთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ სფფ-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა:  


„დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელიც 25 ნოემბერს გორში უნდა გამართულიყო, ფინალის მონაწილე ერთ-ერთი გუნდის წევრთა უმრავლესობის კორონა ვირუსით ინფიცირების გამო, მატჩის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაიდო.

 

მატჩი 4 დეკემბერს,  16:00 საათზე  კვლავ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები - წყალტუბოს "სამგურალი" და „გაგრა" დაუპირისპირდებიან", - ნათქვამია განცხადებაშ.