ქალთა ეროვნული ბოლო ჯგუფური მატჩებისთვის ემზადება
ქალთა ეროვნული ბოლო ჯგუფური მატჩებისთვის ემზადება
22.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 26 ნოემბერსა და 1 დეკემბერს, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ბოლო შესარჩევ თამაშებს ჩაატარებს. ლევან ბაჯელიძის გუნდი, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჯერ  მალტის, სულ ბოლოს კი ბოსნია-ჰერცოგოვინას დაუპირისპირდება.


საკვალიფიკაციო ეტაპის ამ ჯგუფური თამაშისთვის, ოქტომბრის სანაკრებო თამაშიდან განსხვავებით, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის განკარგულებში ლიეტუვას „ჟალგირისის" ნახევარმცველი ანა ჩემინავა ეყოლება. ამას გარდა, წლის ბოლო სანაკრებო შეკრებაზე გუნდში ორი დებიუტანტი, თბილისის „კვარტალის" მეკარე თეკლე გულორდავა და დაცვის ხაზის მოთამაშე, მეგი ეჯიბია იქნებიან.  


ქალთა ეროვნული ნაკრები, არასრული შემადგენლობით, 17-18 ნოემბრიდან არის შეკრებილი და მომავალი მატჩებისთვის დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე ემზადება. ბაჯელიძემ ამ შეკრებაზე საერთო ჯამში, გაფართოებულ შემადგენლობაში, 26 ფეხბურთელი გამოიძახა:


მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (გორი იუნაიტედი), თეკლე გულორდავა (კვარტალი, თბილისი)

მცველები: ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი), ანა ჯოჯუა (კვარტალი, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), მეგი ეჯიბია (კვარტალი, თბილისი), ნათია სხირტლაძე (ნიკე, თბილისი), ანი ძაძუა (კვარტალი, თბილისი)

ნახევარმცველები: ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი) თამთა შენგელია (მართვე, ქუთაისი), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ნიკე, თბილისი), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), ტატა მატვეევა (ნიკე, თბილისი), ანა კულდონაშვილი (დინამო, სოხუმი), თამარ ეპიტაშვილი (გორი იუნაიტედი), ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა)

თავდამსხმელები: ნათელა წოწერია (ლანჩხუთი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე, თბილისი), მაიკო ბებია (ნიკე, თბილისი), ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი)


როგორც უკვე გითხარით, გუნდი არასრული შემადგენლობით, უკვე რამდენიმე დღეა ემზადება. ხვალ კი, გუნდს, „ლანჩხუთის" ფეხბურთელებიც შეუერთდებიან. 24 ნოემბრიდან გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს თამარ ტატუაშვილიც, თუმცა, ის მხოლოდ ბოლო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ბოსნია-ჰერცოგოვინას წინააღმდეგ ითამაშებს ნინო პასიკაშვილიც, რომელსაც მალტასთან შეხვედრის გამოტოვება წითელი ბარათის გამო უწევს.


ქალთა ეროვნული ნაკრების მატჩები მიხელი მესხზე შემდეგი განრიგით არის დაგეგმილი:

საქართველო - მალტა   /  26 ნოემბერი, 15:00

საქართველო - ბოსნია და ჰერცეგოვინა /  1 დეკემბერი, 15:00


საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში დანიის, იტალიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ისრაელისა და მალტის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ჯგუფის პირველი შეხვედრა ქალებმა ბოსნია-ჰერცოგოვინას წინააღმდეგ გამართეს. სწორედ, ამ გუნდთან უწვევთ ჩვენებს ბოლო მატჩის გამართვაც.