
ფოტო, რომელშიც ქართველი სპორტსმენი თავის მოწინააღმდეგეს ამშვიდებს, რამდენიმე საათის მანძილზე ინეტრნეტმნახველთა სიმპათიების დამსახურებას ახერხებს. „ჩვენმა ნინამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აქ თავის იტალიელ მოწინააღმდეგეს ამშვიდებს, რომელიც ცხარე ცრელმებით ტირის. სასწაული ბრძოლა იყო, ნინამ, იტალიელი ტრიგილინა 15-8 დაამარცხა", ამბობს tsff.ge-სთან საუბარში ირმა ხეცურიანი, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე, ამავე ტურნირზე თავად, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ქართველი პარამოფარიკავეების ანგარიშზე ამჯერად ბრინჯაოს მედალია. თუმცა, ქართველი გოგონები არც ამ მედალზე და არც სხვა ტურნირებზე შეჩერებას არ აპირებენ. ასე, რომ ნინას მიერ დღეს აღებული ეს მედალი, ბოლო არ არის! ქართველ სპორტსმენს, ბრინჯაოს ბრძოლამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრის გამართვა მოუხდა. საერთო ჯამში ნინა თიბილაშვილი რომში ჩასულ 40 ხმლით მოფარიკავეთა შორის მესამე შედეგით ბრუნდება სამშობლოში.
შეგახსენებთ, რომ 7-დან 12 ნოემბერს ჩათვლით, იტალიის დედაქალაქი რომში მიმდინარე პარამოფარიკავეთა მსოფლიოს პირველობაზე, მედლებისთვის ქართველი სპორტსმენებიც იბრძვიან. საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა იტალიაში წარმატებით იასპარეზა და ბ-ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. რომში მიმდინარე გათამაშებაში, პარასპორტსმენმა ჯგუფში დაამარცხა ბერძენი, ფრანგი, იტალიელი და უკრაინელი სპორტსმენები.





ჩვენ








