გურულები შვედებს უპირისპირდებიან
გურულები შვედებს უპირისპირდებიან
24.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი" უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში, შვედურ „როზენგორს" დაუპირისპირდებიან. წილისყრა ნიონში, დღეს გაიმართა. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ მატჩში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.


ცნობისთვის, „როზენგორი", რომელიც განთესილ კლუბებს შორის მოხვდა, მაღალი კოეფიციენტის მქონე, ქალთა 16 კლუბს შორის, მე-9 პოზიციაზეა (59.015).


ქართული ქალთა  კლუბი, რომელმაც საკვალიფიკაციო გათამაშებაში პატარა სენსაცია მოახდინა, დღეს, ევროპული ფეხბურთის სახლში, საკვალიფიკაციო ეტაპიდან, სხვა ძირითად ბადეში მოხვედრილ 10 კლუბს შორის გამოარჩიეს. წილისყრის წინ, კი, ჩვენებურები მეორე ჯგუფში, განუთესავი გუდების კალათაში მოხვდნენ და იყო შანსი, რომ 1/16 ფინალში, იმ გუნდსაც შეხვედროდნენ, სადაც ქართველი ქალი, გულნარა (კესო) გაბელია თამაშობს. თუმცა, გაბელიას „ბიიკ კაზიგიურტი" (განთესილი გუნდებიდან) ამ ეტაპზე, უკრაინულ კლუბს, ხარკოვის „ჟილსტროი-2ს" დაუპირისპირდა.


1/16 ფინალები, ორ რაუნდად სახლში და გასვლაზე გაიმართება. უეფა-ს გადაწყვეტილებით, საპასუხო თამაშებს, სახლში მხოლოდ, განთესილი გუნდები ჩაატარებდნენ. პირველი მატჩები 9/10 დეკემბერს, საპასუხოები კი, 15/16 დეკემბერს გაიმართება.


და ბოლო, რამდენიმე დეტალი უეფა-ს ქალთა საფეხბურთო ლიგის შესახებ:


2009/2010 წლების სეზონიდან, მას შემდეგ რაც გათამაშების ფორმატს 1/16 ფინალი დაემატა, ეს ეტაპი არ გამართულა „ბრონდბიუს", „ლიონის", „ფორტუნას", „სპარტასა" და „ციურიხის" გარეშე. ამ გუნდებმა 12 სეზონიდან 11-ში იასპარეზეს.


ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი სეზონის გამარჯვებულმა „ლიონმა" ტურნირი, მეხუთედ ზედიზედ, საერთო ჯამში კი, მეშვიდედ მოიგო.


უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სხვა გამარჯვებულთაგან, „ლიონის" გარდა, 1/16 ფინალში „ვოლფსბურგი", „ბარსელონა", „ფორტუნა" და „პსჟ" ითამაშებენ.


„ბრონდბიუ", უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მე-18-ედ ასპარეზობს და ამით რეკორდს იმეორებს. თუმცა, კლუბი, სხვათაგან განსხვავებით, ის გამონაკლისია, რომელიც ყოველთვის ახერხებს ფლეი-ოფში გასვლას.


„გლაზგო სითი" პირველი კლუბია, რომელმაც ევროტურნირი სამჯერ, პენალტების სერიით მოიგო. შოტლანდიელებმა 11-მეტრიანების 4 სერიიდან, სამში მოიგეს.


ტურნირის დებიუტანტები 1/16 ფინალში არიან, „ბენფიკა", „ვოლერენგა", PSV ეინდჰოვენი", „სერვეტი" და „ლანჩხუთი", რომელმაც უფეა-ს გვერდი ხაზს უსვამს, ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყოო.


„ლანჩხუთი" პირველი ქართული კლუბია, რომელმაც ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის მოგება შესძლო და შემდეგ, მეორე რაუნდში, კვლავ გაიმეორა.


1/16 ფინალში, ასევე პირველად ითამაშებენ „გურნიკი" და „ჟილსტროი-2"