
დღეს, მიხეილ მესხზე, ქალთა ევრო 2022-ის, ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრები მალტის გუნდს დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით, 0-4 დამარცხდა. ლევან ბაჯელიძეს გუნდში, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა მიკროტრავმების და ყვითელი ბარათების გამო. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მალტასთან მატჩში, ასაკობრივი ფეხბურთელების მისცა შანსი ეთამაშათ.
დაპირისპირება სტუმართა უპირატესობით წარიმართა და უკვე პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრებს ანგარიშში 0-2 მიჰყავდათ. 34-ე წუთზე, ანგარიში შონა ზამიტმა გახსნა. 44-ზე კი, ჰეილი ბუგეიამ, საკუთარი გუნდი შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გაიყვანა. სხვათა შორის, ბუგეია, რომელიც მალტელთა შორის 21-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, ამ დღეს, ერთ-ერთი გამორჩეული იყო ორივე გუნდში და ქართველთან ნაკრებსაც სწორედ, ამ ფეხბურთელმა შეუქმნა პრობლემების. მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად განვითარდა და დეჟავიუს მსგავსად, გოლები კვლავ იმავე ფეხბურთელებმა გაგვიტანეს. საბოლოოდაც, მატჩი, მალტელთა გამარჯვებით, 0-4 დასრულდა.
საქართველო ნაკრებმა მალტასთან მატჩში, შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა: გაბუნია, ქადაგიშვილი, სუთიძე, ჯოჯუა, ჩხარტიშვილი, ბაქრაძე (60' ბოლქვაძე), დანელია (71' კახნიაშვილი), თოდაძე (79' ბებია), ჩემინავა (79' ეპიტაშვილი), ჭიჭინაძე, ჭყონია
ჯგუფის ბოლო შეხვედრას, ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 1 დეკემბერს ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ გამართავს. ამ დღეს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თამარ ტატუაშვილი, ტატა მატვეევა და ნინო პასიკაშვილი (ამ უკანასკნელმა ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა მატჩი) დაემატებიან. ჩვენ, კი იმედს, ვიტოვებთ, რომ 1 დეკემბერს, საქართველოს ნაკრები მიმდინარე შესარჩევ ციკლში, პირველი ქულების აღებას მოახერხებს.





ჩვენ








