ქართული და სერბული მედიის პასუხად - ვაისი საქართველოს ნაკრებში რჩება
ქართული და სერბული მედიის პასუხად - ვაისი საქართველოს ნაკრებში რჩება
09.11.2017
ავტორი:

მომდევნო ორი წლის მანძილზე დარჩება და  საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს კვლავ უხელმძღვანელებს ვლადიმირ ვაისი. ის, რომ ვაისი კვლავ ნაკრებში რჩება, დღეს, „ჰუალინგში" გამართულ მატჩისწინა პრესკონეფერციაზე გაჟღერდა.  

„რაც შეეხება ჩემს მომავალს - უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრებში მომდევნო ორი წლის განმავლობაში დავრჩები", მოკლედ და ლაკონურად გამოაცხადა პრესკონფერენციის დასაწყისშივე ვაისმა.

ვლადიმირ ვაისმა, რომელმაც საქართველოს ნაკრები 2016 წლის მარტში ჩაიბარა, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ისე ჩაატარა, რომ ვერცერთი შეხვედრის მოგება მოახერხა.  5 მატჩი ფრედ ითამაშა, 5 წააგო და 5 ქულით ჯგუფში ბოლოსწინა ადგილი დაიკავა. სწორედ, ამ შედეგიდან გამომდინარე და კიდევ იმის გამოც, რომ ვლადიმირ ვაისს კონტრაქტი 2017 წელს უსრულდებოდა ქართული მედია ბოლო შესარჩევი ჯგუფის ყველა თამაშისწინა და თამაშის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ქართველთა მწვრთნელს წასვლა-დარჩენის თემას ახსენებდა. ვაისი კი, დიპლომატურად ახერხებდა ამ შეკითხვების „მოგერიებას", მათ შორის ბელგრადშიც, როდესაც უკვე სერბი ჟურნალისტები დაინტერესდნენ ვაისის ბედით და „კბილიც მოუსინჯეს", რამდენად კარგად იცნობდა სერბეთის ნაკრებს და იქ მოთამაშეებს.

სერბების ეს დაინტერესება ვაისისადმი, განსაკუთრებით მაშ შემდეგ გაღვივდა, რაც მწვრთნელი, სლავოლიუბ მუსლინი, რომელმაც სერბეთის ნაკრები თავის პირველ მუნდიალზე გაიყვანა, თანამდეობიდან გაათავისუფლეს. მიუხედვადა ამისა, დღემდე ვაისთან თამაშრომლობის შესახებ ფედერაციაში ოფიციალურ განცხადებებს არავინ აკეთებდა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებთან ვაისი აქტიურ შეხვედრებსა და საუბრებს აწარმოებდა.