
დიეგო მარადონას კუბოსთან გადაღებული „სელფისთვის, არგენტინაში, იმ დამკრძალავი ბიუროს სამ თანამშრომელს გაასამართლებენ, რომლებიც ფეხბურთის ლეგენდის გამოსამშვიდობებელი ცერემონიის პროცესებში იყვნენ ჩართულნი. მათ, მარადონას თავახდილ სასახლესთან „სელფები" გადაიღეს და სოციალურ ქსელში განათავსეს. საინტერესოა, რომ „სელფი" იმ მომენტში გამოჩნდა სოციალურ ქსელში, როდესაც მარადონას ცხედარი, არგენტინის პრეზიდენტის რეზიდენციაში იყო დასვენებული.
მარადონას ადვოკატებმა და აგენტმა, ჩათვალეს, რომ მსგავსი ქმედება, ფეხბურთელის მიმართ ჩადენილი შეურაცხმყოფელი საქციელი, შესაბამისად კი, დანაშაული იყო, ამიტომ მათაც და დამკრძალავ ბიუროსაც სასამართლოში უჩივლებდნენ. თუმცა, დამკრძალავმა ბიურომ, როგორც ჩანს თავის დაძვრენა გადაწყვიტა და მედიასთან განაცხადეს, რომ ის სამი პიროვნება, მათ, დიეგო მარადონას ძალიან მძიმე სასახლის ასაწევად ჰყავდათ ერთჯერადად დაქირავებული.
ასე თუ ისე, ამ ეტაპზე არც მარადონას ოჯახი აკეთებს რაიმე განცხადებას, დაიწყებს თუ არა, სასამართლო დავას მომხდარის თაობაზე და არც ბუენოს აირესის პროკურატურა საუბრობს, შესულია თუ არა, რაიმე საჩივარი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
კიდევ ერთი არეულობა, მარადონასთან გამოსამშვიდობებლად მისულ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის მოხდა. ბუნებრივია, რომ ლეგენდასთან გამოსამშვიდობებლად, გულშემატკივართა ზღვამ მოიყარა თავი. ეს კი, პოლიციასთან დაპირისპირების მიზეზი გხადა.
არგენტინული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ბუენოს აირესთან ახლოს, ბელა ვისტას კერძო სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალეს. უკანასკნელ გზაზე, მარადონა, მხოლოდ მისი ოჯახის წევრებმა გააცილეს.
სტატია მომზადებულია, BBC-ის მასალების მიხედვით
ფოტო @BBC





ჩვენ








