საქართველოს ნაკრები მუნდიალზე გზას მეოთხე კალათიდან იწყებს
საქართველოს ნაკრები მუნდიალზე გზას მეოთხე კალათიდან იწყებს
27.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები მე-4 კალათში მოხვდა. ინფორმაცია, დღეს ფიფა-ს ვებ-გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში, საქართველოსთან ერთად არ მოხვდებიან ბოსნია და ჰერცოგოვინას, სლოვენიის, მონტენეგროს, ჩრდ. მაკედონიის, ალბანეთის, ბულგარეთის, ისრაელის, ბელარუსისა და ლუქსემბურგის ნაკრებები.


რაც შეეხება სხვა კალათებს, ასეთი კი, 6 არის, ფიფა-ს განახლებული რეიტინგის შემდეგ, ეროვნული ნაკრებები შემდეგნაირად გადანაწილდნენ:


1 კალათა: საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, ხორვატია, დანია, გერმანია, ნიდერლანდები და ბელგია;


2 კალათა: შვეიცარია, უელსი, პოლონეთი, შვედეთი, ავსტრია, უკრაინა, სერბეთი, თურქეთი, სლოვაკეთი და რუმინეთი;


3 კალათა:  რუსეთი, უნგრეთი, ირლანდია, ჩეხეთი, ნორვეგია, ჩრდ. ირლანდია, ისლანდია, შოტლანდია, საბერძნეთი და ფინეთი;


5 კალათა: სომხეთი, კვიპროსი, ფარერის კუნძულები, აზერბაიჯანი, ესტონეთი, კოსოვო, ყაზახეთი, ლიეტუვა, ლატვია და ანდორა;


6 კალათა: მალთა, მოლდოვა, ლიხტენშტეინი, გიბრალტარი და სან მარინო.


წილისყრის შემდეგ, გუნდები 10 ჯგუფში, ლათინური ალფავიტის 10 პირველი ასოს შესაბამისად გადანაწილდებიან. ბოლო, მე-6 კალათაში, როგორც ხედავთ მხოლოდ 5 გუნდია მოხვედრილი, შესაბამისად, ეს გუნდები F-დან J ჯგუფებში მეექვსე გუნდებად დაემატებიან აღნიშნულ ჯგუფებს.


გუნდები ერთმანეთში, ტრადიციულად სახლი-გასვლა სისტემით, 2021 წლის მარტიდან ნოემბრის ჩათვლით ჩაატარებენ თამაშებს. ათი ჯგუფის გამარჯვებული, ავტომატურად 2022 წელს კატარში გასამართ ჩემპიონატის საგზურს მოიგებენ, მეორე ადგილოსნები კი ფლეი-ოფში ითამაშებენ.


ფლეი-ოფში, ითამაშებს კიდევ 2 გუნდი, რომლებმაც უეფა-ს ერთა ლიგის 2020-2021 წლების გათამაშებაში რეიტინგში მაღალი ქულები დააგროვეს, არ იქნებიან, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორეადგილოსნები, ან პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მფლობელები შესარჩევი ეტაპიდან. საერთო ჯამში, 12 გუნდი, 2022 წლის მარტში, ერთსაფეხურიანი ფლეი-ოფის ეტაპების ხარჯზე, იმ 3 გუნდს გამოავლენს, რომელიც ევროპის კონტინენტს აქვს „დაჯავშნილი" კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე.


მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა, 7 დეკემბერს, 21 საათზე გაიმართება.