
ხვალ, თბილისის დროით 21:30 წუთზე საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდება. ევრო 2022-ის შესარჩევ, ჯგუფში, სადაც ჩვენებისა და ფინელების გარდა კიდევ სერბეთის ძლიერი ნაკრები და შვეიცარია ასპარეზობენ, ქართველები, ჯგუფის ლიდერები არიან. ეს კი, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის მომავალ ჩემპიონატზე, ჩვენ, როგორც ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძელ ქვეყანას, ადგილი განაღდებული გვაქვს.
ქართველთა ნაკრების ბერძენი თავკაცი, ილიას ზუროსი თვლის, რომ ეს გარემოება ზედგამოჭრილია ახალი მოთამაშეების გამოსაცდელად, მათი შესაძლებლობების შესაფასებლად და დასახვეწად. მითუმეტეს, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ახალი გუდის მშენებლობა კარგა ხანია დაწყო და ბერძენი სპეციალისტის აზრით, პიკს, ჩვენი გუნდი, სწორედ 2022 წელს უნდა შეხვდეს. სწორედ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური თამაშებისთვის მოსამზადებელი ციკლის ჭრილში განიხილება რეალურად, ჩვენი ნაკრების მონაწილეობაც შესარჩევ ჯგუფში, თუმცა, ზურისი თვლის, რომ დროთა განმავლობაში, ყველა გუნდი უმატებს და ამიტომ, ფინელებთან ჩატარებული, ყველა მატჩის დავიწყების და ისტორიის ახალი გვერდის წერის დროა.
„ფინელებს კარგად შეკრული გუნდი ჰყავთ. ისინი, მიმდინარე წლის ზაფხულში შეიკრიბნენ და ამხანაგური მატჩები გამართეს. მასპინძლები, ეცდებიან მაღალ ტემპში ითამაშონ და პერიმეტრიდან შემოგვიტიონ. ამის წინააღმდეგ კი, ყველაზე ეფექტური ორგანიზებული დაცვაა. ორგანიზებულ დაცვას ვარჯიში სჭირდება. დაახლოებით, 10 დღეა საჭირო იმისთვის, რომ გუნდი, სადაც ბევრი ახალწვეულია, შეთამაშდეს. ჩვენ სავარჯიშოდ ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ფინეთთან თამაშში, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იქნებიან დებიუტანტები, რომლებსაც შესათამაშებლად არ ჰქონდათ დრო. თუმცა, მჯერა, რომ ისინი თავის მაქსიმუმს გააკეთებენ. ჩვენი ამოცანა, ფარქვეშიდან შეტევა იქნება, რადგან ჩვენი წინახაზელები, ევროპაში გამორჩეულები არიან. სასურველი შედეგის მისაღწევად უნდა ვიბრძოლოთ", - ამბობს ილიას ზუროსი.
ევრო 2022-სთვის მთავარია, რომ გვყავდეს ძლიერი გუნდი. ამას გარდა, მსოფლიოს მსგავსად, ვიმედოვნებთ, რომ კორონა ვირუსთან დაკავშირებული პრობლემები დაიწყებს მოგვარებას და შეზღუდვებიც, ნებისმიერი, მათ შორის საქართველოს ნაკრების სრულფასოვნად შეკრებას ხელს არ შეუშლის. შეგახსენებთ, რომ გუნდს, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, სწორედ, საკლუბო (ქვეყნებში მოქმედი კოვიდ შეზღუდვები) პოლიტიკის გამო აკლია.
საბედნიეროდ, კორონა ვირუსზე განმეორებითმა ტესტმა, რომელიც ჩვენს ლეგიონერს თად მაკფადენს ჩაუტარდა, უარყოფითი პასუხი აჩვენა და თადმაც გუნდთან ერთად, სრული დატვირთვით ივარჯიშა.
„ყველა ჯანმრთელად ვართ და საწვრთნელი პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს აქვს დაგეგმილი. ველოდებით თორნიკე შენგელიას, რომელიც პირველი თამაშის წინა დღეს შემოგვიერთდება. 28-ში კი, სრული ძალებით შევებრძოლებით ფინელებს. ფინეთს კარგი მსროლელები ჰყავს. იქ, ჩემი თანაგუნდელია საშუ სალინი, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატშიც ერთ-ერთ გამორჩეულ მსროლელად ითვლება. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება სწრაფი ფინელების შეჩერება და პერიმეტრის გადაკეტვა. რაც შეიძლება ნაკლები სივრცე უნდა დავუტოვოთ სამქულიანების სასროლად", - ამბობს გოირგი შერმადინი.
ეროვნულ ნაკრებს, ყველაზე ბოლოს თორნიკე შენგელია შეუერთდა. ის ჰელსინკში, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე ჩაფრინდა და გუნდთან ერთად და ისიც, არასრული დატვირთვით, მხოლოდ საღამოს ივარჯიშა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ჩვენმა გუნდმა, როგორც დაგეგმილი იყო ორჯერ ივარჯიშა, დილით 12, საღამოს კი, სრული, 13 კალათბურთელის შემადგენლობით. დილის ვარჯიშზე, რომელიც მხოლოდ, 45 წუთს გაგრძელდა, ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა გუნდი კომბინაციების გათამაშებაში ავარჯიშეს.
კალათბურთის ფედერაციის ფოტო





ჩვენ








