
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ფუტსალში, საქართველოს ჩემპიონი თსუ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის წინასაკვალიფიკაციო მატჩში, უნგრულ „ბერეტიუფალუსთან" მინიმალური ანგარიშით 3-4 დამარცხდა. თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ უნგრელებმა ასპარეზობა მომდევნო ეტაპზე გააგრძელონ. თსუ-კი უკეთესი მომავლის იმედით, იმავე გზაზე დადგომას, ქვეყნის ჩემპიონატში გამარჯვებიდან დაიწყებს. თუკი, რაღა თქმა უნდა, მოახერხებს და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს შეინარჩუნებს.
შეხვედრა, სტუმართა აქტიურობით დაიწყო და მე-3 წუთზე ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა. ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა, სტუმართა გუნდის ესპანელმა ლეგიონერმა, ალვარიტომ და ანგარიში გახსნა (3''56'') . მასვე ეკუთვნის, გადამწყვეტი გოლის, რომელსაც ესპანელი, უკვე მეორე ტაიმში, 29-ე (28''35'') წუთზე გაიტანს. ამ დროს კი, ანგარიში, სტუმართა სასარგებლოდ უკვე 0-4 იყო. ორო გოლი სტუმრებმა (ფერნანდესი 6''39'', საბო 28''09'') ალვარიტოს დუბლს შორის გაიტანეს. თსუ კი, ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.
უნგრელებმა კი, როგორც ჩანს, „თავი ქუდში" იგრძნეს. ამით კი, თსუ-მ ისარგებლა. პირველი გოლი ვახტანგ კეკელიამ (30''52'') გაიტანა. დაახლოებით 7 წუთი დასჭირდა ქართულ გუნდს, რომ ანგარიშში, სხვაობა 2 ბურთამდე შეემცირებინა. მეორე გოლი უნგრელთა კარში, გიორგი ღავთაძემ (37''54'') გაიტანა. მატჩის მიწურულს, ვახტანგ ჯვარაშვილი (39''50'), რომელსაც პირველ ტაიმშიც ჰქონდა გოლის გატანის შანსი, ამჯერად ზუსტია და ანგარიშის მინიმუმამდე შემცირებას ახერხებს. თუმცა, თსუ-ს დრო აღარ ეყო, რომ კლუბის ისტორიაში, მნიშვნელოვანი სადებიუტო მატჩი, დამატებით რაუნდში გადაეყვანა.
შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსის პანდემიის გამო, ისევე, როგორც უეფა-ს ეგიდით მიმდინარე ყველა სხვა ტურნირი, ფორმატი შეცვლილი აქვს ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებასაც და მომდევნო ეტაპზე, ერთ-რაუნდიანი მატჩის გამარჯვებული გადის. შესაბამისა, თსუ, ასპარეზობას გამოეთიშა.
თუმცა, მხოლოდ დღევანდელი მატჩის ბოლო 10 წუთში დაფიქსირებული შედეგი, იძლევა იმის საბაბს, რომ ქართულ გუნდს, მომავალში, უფრო მედგრად შეეძლება მსგავს ტურნირზე, წინააღმდეგობის გაწევა და გამარჯვებაც. აქვე შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსის პანდემიის გამო, ფუტსალში, ქვეყნის ჩემპიონატის ჩატარება ვერ ხერხდება და შესაბამისად, ფეხბურთელებს, სადებიუტო ნერვიულობასთან ერთად, უთამაშებლობა და შესაბამისად, სათანადო ტონუსში არყოფნა დაეტყოთ.
თსუ: ბუკია, ჭანუყვაძე, ღავთაძე, ჯვარაშვილი, კეკელია- ასლანი (მ), ჭოხონელიძე, ბექაური, ჩიმაკაძე, კაპანაძე, თევზაძე, კობაიძე, სილაგავა.
ფოტო: თამარ ყულუმბეგაშვილი / საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი





ჩვენ








