გუნდი, რომელიც იბრძვის
გუნდი, რომელიც იბრძვის
28.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტი 2022-ის E ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. ჩვენებს 3 თამაშიდან სამი მოგება აქვთ და მომდევნო თამაშისთვის შვეიცარიის წინააღმდეგ ზეგ და მომდევნო „ბაბლისთვისაც", რომელიც 2021 წლის თებერვალში დიდი ალბათობით, თბილისში გაიმართება, პარკეტზე კიდევ უფრო თავდაჯერებულები გავლენ.  


მას შემდგ, რაც საქართველომ ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის უფლება მიიღო, ელემენტარული, ფსიქოლოგიური ბარიერი მოეხსნა. შესაბამისად, ქართველთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს ილიას ზურუსს ხელ-ფეხიც გაეხსნა და მარტივად და უმტკივნეულო შედგა, პატარ-პატარა სამწვრთნელო ექსპერიმენტების ჩატარებას. მაგალითად, გუნდში ახალი სისხლის დამატებას და რაც მთავარია მათ საქმეში გამოცდას. მაგალითად, წლის დასაწყისში, თებერვლის ციკლში, ზუროსმა გიორგი ტურძილაძეს მისცა თამაშის შესაძლებლობა. ალბათ, გახსოვთ, პირველ თამაშში, კალათბურთელს ცოტა გაუჭირდა ადაპტაცია. თუმცა, უკვე მომდევნოში, ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში.




ფინეთში, ფიბა-ს იმ სანაკრებო ფანჯარაში, რომელიც კორონა ვირუსის გამო, სახეშეცვლილად, ე.წ. „ბაბლის" სისტემით ტარდება, ქართველთა ბერძენი მწვრთნელი, ალექსანდრე ფევაძესა და გივი ბაქრაძეს ენდო. რაღა დასამალია, ზუროსმა გამოიცნო, რადგან გადამწყვეტ მომენტებში, აღნიშნულ კალათბურთელებს, არ შეშინებით კონკრეტულ მომენტებში ცივ გონებაზე მოქმედება და შედეგად გუნდს მნიშვნელოვანი ქულებიც შესძინეს.


ბუნებრივია, ზედმეტად მეჩვენება ხოტბის შესხმა თოკო შენგელიასადმი, რომელსაც თითქმის, მთელი ფინეთი „ყარაულობდა" და გიორგი შერმადინის მიმართ, რომელიც უბრალოდ ვერ გააჩერეს და მატჩის ბოლოს ის, ორივე გუნდში საუკეთესო იყო.




აღნიშნულ შეხვედრაში, რომელსაც საქართველოს ნაკრებისთვის, სატურნირო ცხრილის მხრივ, მნიშვნელობა არ ჰქონდა და უფრო პრესტიჟის თამაში იყო, სამწვრთნელო შტაბისგან გუნდს დავალებად ტაქტიკური ელემენტები ჰქონდა. მაგალითად, 3 წამიანი ზონის დატვირთვა. რასაც ჩვენმა გუნდმა კარგად გაართვა თავი და პერიმეტრის გაკონტროლება. აი, აქ, კი ზუროსს და მის სამწვრთნელო გუნდს კიდევ აქვს სამუშაო, რადგან ფინელებმა ქულები, სწორედ ამ ზონიდან აიღეს.


აქ, უბრალოდ შევეცდები პროცენტული მაჩვენებლით გაჩვენოთ პერიოდების მიხედვით ის, რაც ოდნავ ზევით ვთქვით, მაგალითად I მეოთხედის შემდეგ 2-ქულიანების თვალსაზრისით, ფინელებს ჰქონდათ 33%, საქართველოს კი 66% მაჩვენებელი. რაც შეეხება 3-ქულიანებს, აქ ცოტა უჩვეულო ციფრი იყო - ფინელები 42%, საქართველო 0%. II მეოთხედის შემდეგ, 2-ქულიანების 47% / 68% და სამქულიანების მხრივ 38% / 20% სურათი იყო. III მეოთხედშიც, თითქმის სურათი არ შეცვლილა 2-ქულიანები 44%/65%, 3-ქულიანები, 47% / 15%. მატჩის საბოლოო მონაცემები იხილეთ ბმულზე. როგორც ხედავთ, ფინეთმა აღნიშნულიდანაც ჩანს, რომ როდესაც პერიმეტრის მოთამაშეები სხვადასხვა მიზეზის გამო გვაკლია, მათი შემცვლელები, უნდა მომზადებული გყავდეს. მითუმეტეს, თუ სროლები არც მაკფადენს არ წაუვიდა. მსგავსი თამაშები კი ილიას ზუროსს, სწორედ ამ კუთხით უნდა დაეხმაროს.

 



19-22 / 21-22 / 25-21 / 20-26


რამდენიმე მნიშნელოვანი მომენტი დღევანდელი თამაშიდან. კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის შემდეგ საქართველოს ნაკრებიდან პირველი ქულები გიორგი კორსანტიამ აიღო. ამ მონაკვეთის შემდეგ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო იყო გიორგი შერმადინი, რომელსაც 8 ქულა ჰქონდა აღებული. 6-6 ქულა თად მაკფადენს და თორნიკე შენგელიას. მეორე მეოთხედის დასაწყისში, საქართველოს ნაკრებმა დაცვაში კარგი თამაშის ხარჯზე ე.წ. გაქცევა მოახერხა. ამავე მეოთხედში შედგა გივი ბაქრაძის დებიუტი და პირველივე ცდაზე მან 3-ქულიანის ჩაგდება მოახერხა. მხოლოდ პირველ ტაიმში, ფინელები, თოკო შენგელიას წინააღმდეგ, 7-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად პირველი ტაიმი 40-44 მოვიგეთ. ჩენს ნაკრებში 12 ქულით, ისევ გიორგი შერმადინი იყო ლიდერი.


მესამე მეოთხედის დასაწყისში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯარიმებით დაიტვირთა, ამას პერიმეტრიდან სროლებიც დაემატა და ფინელებმა საბოლოოდ ამ ნაწილის მოგება მოახერხეს. თუმცა, ის რომ დიდი ანგარიშით წინ ვერ გაიჭრნენ კვლავ, გიორგი შერმადინის დამსახურებაა, რომელსაც ბოლო მეოთხედის წინ, მეტოქის კალათში 19 ქულა ჰქონდა ჩაგდებული და ორმაგ დუბლამდე ცოტა აკლდა.




ფინელებმა, მესამე მეოთხედი კი მოიგეს, მაგრამ დასკვნითი პერიოდის წინ, ტაბლოზე საყაიმო ანგარიში 65-65 იყო. თითქმის მთელი მეოთხე პერიოდი 1 ქულას ვაგებდით, ვიდრე, შერმადინს, საჯარიმოებით ჩვენი ნაკრები წინ არ გაყავს, კიდევ ცოტა ხანში უკვე ბაქრაძის ზუსტი 3 ქულიანით ანგარიში 77-79 არის (დარჩენილა 2:55). ფევაძე და შერმადინი კიდევ ამყარებენ ამ უპირატესობას, თუმცა, მასპინძლები ბოლომდე იბრძვიან. მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე, 53 წამით ადრე, საქართველოს ნაკრები 2 ქულას ვიგებთ. წუთ-შესვენებები, ტაქტიკური ჯარიმები, თუმცა, ფინელები 83-ზე გაიყინნენ... სამაგიეროდ, საჯარიმო სროლები მისდის, ბაქრაძეს, 83-89. ბოლო 9 წამში, ორივე გუნდი 2-2 ქულას ცვლის. ჩვენგან ამას ბოლოს, თოკო შენგელია, „ჩატენვით" ასრულებს. ჯამში, საქართველოს ნარები 6 ქულით იგებს, 85-91 და ახლა ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია (იხილეთ მატჩს სული სტატისტიკა). შერმადინი კი მატჩის საუკეთესო იყო, ორივე გუნდში.




დღესვე, ფინეთში, სერბეთის ნაკრები, შვეიცარიელებთან, დრამატულ მატჩში დამარცხდა 92-90. ახლა, 30 ნოემბერს, ქართველები შვეიცარიას, ფინეთი კი, სერბეთს დაუპირისპირდება.




 

ფოტო: fiba.com