
კვიპროსთან დაპირისპირებამდე, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე ბოლოჯერ ივარჯიშა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩებია, რადგან კვიპროსი და ბელარუსი ისეთი ნაკრებები არიან, რომელთა მსგავს გუნდებთან ერთალიგაზე მოგვიწევს თამაში. ორივე მატჩის მოგება გვსურს, ახლა ამხანაგურ თამაშებს ვთამაშობთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მომავალზე ვიფიქროთ და შემდეგი სეზონისთვის მოვემზადოთ. მომავალი წლის სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გვეძლევა", - განაცხადა ვალდიმირ ვაისმა ვარჯიშამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.
ევროპის ჩემპოიონატზე მოხვედრის შანსებზე, ქართველთა თავკაცი ახალი შესარჩევი ციკლის გამო არ ალაპარაკებულა მხოლოდ. ახალი სეზონიდან, საქმეში, უეფას ახალი პროექტი, ერთალიგა ერთვება, რომელიც ნანატრი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსებს გვიზრდის. შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, მწვრთნელიან-მოთამაშიანად, სწორედ, ამ ახალ ფორმატზე მორგებას შეეცდება.
„უახლოეს თამაშს რაც შეეხება, ეს არის რეალურად იმ ერთალიგისთვის მოსამზადებელი პერიოდის დასაწყისი, რომლისაც ასე, ყველას გვეიმედება. ეს მოსამზადებელი ეტაპი, სწორედ, ამ თამაშებიდან იწყება. ამას გარდა, არის ძალიან კარგი შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთის თავის გამოსაჩენად. ეს შანსი, მათ აუცილებლად უნდა გამოიყენონ. კარგად უნდა გამოვიყენოთ შანსები ჩვენც, ჩვენი დონის გუნდების წინააღმდეგ სათამაშოდ და წარმატების მისაღწევად", - ამბობს ნიკა კვეკვესკირი, ნაკრების ფეხბურთელი.
„როგორც ვიცით, ვლადიმირ ვაისი დარჩა გუნდში და ახლა უკვე, წლის ბოლო 2 თამაშისთვის ვემზადებით, რომლებიც გვინდა, რომ წარმატებით ჩავატაროთ. არის მონახაზები, რაც გვინდა მოედანზე და შემდეგ ერთალიგაზე გადავიტანოთ. ამრიგად ეს ბოლო თამაშები გორსა და ქუთაისში, მნიშვნელოვანია. ისევე, მნიშვნელოვანი, როგორც ის, რომ მატჩებს რეგიონში ჩავატარებთ. იმედი გავქვს, რომ მოვა ხალხი და გვიქომაგებს", - ამბობს გიორგი აბურჯანია, ნაკრების ფეხბურთელი.
ამხანაგური მატჩების რეგიონში ჩატარებას მიესალმება ვლადიმირ ვაისიც. მედიასთან შეხვედრის დროს, მან ამ გარემოებასაც გაუსვა ხაზი: „ამხანაგური თამშების ჩატარება ქალაგარეთ იმიტომ გადავწყვითეთ, რომ სქართველოს ნაკრებმა ითამაშოს არა მხოლოდ თბილისში, არამედ, გორში, ქუთასიში. რადგან გულშემატკივარმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ხილვა საქართველოს სხვა ქალაქებშიც შეძლოს", ამბობს ვაისი.
რაც შეეხება მონახაზებს, რომლის შესახებ ჟურნალისტებსაც აინტერესებდათ და ფეხბურთელებიც საუბრობენ, ვაისი საბოლოო ვერსიის გაჟღერებაზე არ ჩქარობს. საუბრობს, მხოლოდ იმ ტაქტიკურ სქემაზე, რომლითაც ხვალ, კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება გორში.
„პირველ თამაშს 4-2-3-1 სქემით ვითამშებთ, ხოლო მეორე თამაშზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ. გვაკლია რამდენიმე წამვყანი მოთამაშე, თუმცა მოახლოებული შეხვედრებისთვის შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელს მივეცით. სოლომონ კვერკველიას დასვენების საშუალება მივეცით. დიდი დატვირთვის ქვეშ თამაშობს ბოლო პერიოდში და მისი არგამოძახების მიზეზიც სწორედ ეს არის. ორი კვირა დაისვენებს და გააგრძელებს მაღალ დონეზე თამაშს. ის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა. ვადევნებ თვალს ბაჩო არაბულის თამაშს. ის იყო ჩვენთან ერთად გასულ წელს, თუმცა ამჯერად ჩვენთან ერთად მყოფ ფეხბურთელებზე გავაკეთე არჩევანი. ამ შეკრებაზე რამდენიმე ფეხბურთელი არ გამოვიძახე, ეს არ ნიშნავს, რომ ნაკრების კარი მათთვის დახურულია.მინდოდა მიმეცა საშუალება ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომ ეთამაშათ. მაგალითად, სიხარულიძე, პაპუნაშვილი, საბა ლობჟანიძე. ეს ნაკრების ხვალინდელი დღეა და მათ შანსი დაიმსახურეს. ბაჩო არაბულს რაც შეეხება, ის მყავდა ერთი წლის წინ დუბაის შეკრებაზე. ახლა კი, საჭიროდ ჩავთვალე ის ფეხბურთელები მენახა საქმეში, რომლებიც გამოვიძახე", - ამბობს ვაისი.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ბოლო თამაშებში მონაწილეობის მისაღებად, ვლადიმირ ვაისმა შემდეგ ფეხბურთელებს დაუძახა: მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია); ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ); თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).
სწორედ, ამ ფეხბურთელებმა ჩაატარეს დღეს ბოლო ვარჯიში „ზესტაფონის" საფეხბურთო ბაზაზე. მანამდე, კი ჟურნალისტებთან საუბარში, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იმ პრობლემაზე დაიჩივლა, რასაც მეტოქის საჯარიმოში ხარიხსიანი თამაშის ნაკლებობის გამო განიცდის.
„ნაკრებში მოსვლის პირველი დღიდან საწვრთნელ პროცესში პრობლემა არ გვქონია. პრობლემა გამოუყენებელი მომენტები და გაშვებული გოლებია. ყველა კარგად ხედავს, რომ ჩვენ მეტოქის საჯარიმოში მოქმედება გვიჭირს. ეს უნდა გავაუმჯობესოთ და შემდეგ ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება", ამბობს ვაისი.
და ბოლოს, თემა, რომელსაც ვერც ვაისი აუვლიდა გვერდს, მითუმეტეს, რომ შეკითხვა გურამ კაშიასთან კონტექსტში, პრესკონფერენციაზეც დაისვა. ყოველთვის ვიქნები ჩემი ფეხბურთელების ზურგს უკან - ამ საკითხში მწვრთნელი ისევე კატეგორიულია, როგორ ჯაბა კანკავას მომენტში, როდესაც ერთ თვეზე მეტია ცდილობს საზოგადეობის და წამყვანი ევროპული კლუბების ყურადღების მიქცევას ქართველთა კაპიტანის მიმართ, რომელიც ჯერ ისევ უგუნდოდაა.
„გურამ კაშია და ჯაბა კანკავა საუკეთესო პროფესიონალები არიან. მათ უყვართ საქართველო და ეროვნული ნაკრები, ისინი ნამდვილი პატრიოტები არიან. მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ასეთ პროფესიონალებს და ყოველთვის ფეხბურთელების გვერდით ვიქნები, მითუმეტეს კაშიასი და კანკავასი, რომლებიც ქართული ფეხბურთის საუეკთესო პროფესიონალები არიან"- ამბობს ვლადიმირ ვაისი.
ჩვენ კი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს, საქართველოსა და კვიპროსის ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე 17:00 დაიწყება. ბილეთის ფასი 2 ლარია და მისი შეძენა TKT.ge-ზე და სტადიონის სალაროებში შეგიძლიათ. ისინი, კი ვიცნ, გორში, თამაშზე მოსვლას ვერ მოახერხებთ, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
იხილეთ ფოტო-ალბომი





ჩვენ








