მამუკა კვარაცხელია, „შახტარი“-„რეალის“ მედია-ოფიცერი
მამუკა კვარაცხელია, „შახტარი“-„რეალის“ მედია-ოფიცერი
01.12.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ქართველი მედია-ოფიცერი, მამუკა კვარაცხელია, დონეცკის „შახტარის" კიდევ ერთ შეხვედრას მომსახურება. მილანის „ინტერთან" და მიონხენდგლადბახის „ბორუსიასთან", „შახტარის" ორი საშინაო შეხვედრის შემდეგ, ქართველი ამჯერად, უკრაინული გუნდის და მადრიდის „რეალის" შეხვედრაზე იქნება წარმოდგენილი.  


„77 ჟურნალისტი და 21 ფოტოგრაფი, მათ შორის მხოლოდ 8 ესპანეთის წარმომადგენელი გააშუქებს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის „შახტარი"-„რეალის" მატჩს. მძიმე ეპიდვითარების გამო, რაც ახლა უკრაინაშია, მატჩის წინა დღის განრიგი ოდნავ შეცვლილი იყო. ზინედინ ზიდანის პრესკონფერენცია მედიისთვისაც დაიხურა და ის ლაივ-რეჟიმში, ზუმის მეშვეობით მიმდინარეობდა", - ამბობს კვარაცხელია TSFF.GE-სთან საუბარში.


უკრაინაში, კორონა ვირუსის პანდემიის გაუარესებული ფონის გამო, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის კონკრეტულ მატჩზე, COVID 19-ის უსაფრთხოების კიდევ უფრო გამკაცრებული ზომები არის მიღებული.


ამ მომენტში, გუნდები, თამაშისთვის ბოლო სამზადისს გადიან. სამწუხაროდ, „შახტარის" შემადგენლობაში არ იქნება დავით ხოჭოლავა, რომელსაც სანაკრებო მატჩის დროს მიღებული ტრავმის (ხოჭოლავამ კუნთი გაიწყვიტა) გამო, მორიგი საკლუბო მატჩის გამოტოვება უწევს.


ფოტოზე მამუკა კვარაცხელია და ბუტრაგენიო