
დღეს, ცნობილიო გახდა, რომ საქართველოს ძიუდოს ნაკრებს, 2020 წლის 1 დეკემბრიდან, ლაშა გუჯეჯიანი უხელმძღვანელებს.
„გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ნოდარ მეტრეველს, რომელმაც ფედერაციისთვის ერთერთ ყველაზე რთულ პერიოდში, შეთანხმების საფუძველზე ჩაიბარა რა ეროვნული ნაკრები გუნდი, შეასრულა მნიშვნელოვანი და გარდამავალი როლი მდგომარეობის ჩვეულ კალაპოტში ჩასაყენებლად", - ნათქვამია ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში, რომელიც დღეს, გავრცელდა.
იმავე განცხადების მიხედვით, ძიუდოს ფედერაციამ, ახალ რეალობასთან „ფეხის აწყობის მიზნით", გადაწყვიტა გადაახალისოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბები. პირველი ცვლილება კი, ეროვნულ ნაკრებს შეეხო. ლაშა გუჯეჯიანი, ამ დანიშვნამდე, ახალგაზრდულ გუნდებში, ასევე პროექტ ,,გამოწვევა 2020"-ის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის განცხადებაში, ასევე ნათქვამია, რომ ფედერაციის მმართველი გუნდის მიერ, მომზადებულია გარკვეულ ცვლილებათა პაკეტი სისტემური მართვის კუთხით, რომელსაც უახლოეს პერიოდში წარადგენენ ფართო საზოგადოების წინაშე.
მას შემდეგ, რაც კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული მთელი კოლაფსის შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, საერთაშორისო ტურნირები აღადგინა, საქართველოს ნაკრებმა მოახერხა რამდენიმე ასაკობრივ და ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა. გამომდინარე იქიდან, რომ IJF-მა უკვე დააანონსა 2021 წლის პირველი ტურნირი, კატარის მასტერსი, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამაც, როგორც ჩანს, სწორედ, ამ შეჯიბრზე აიღო ორიენტირი და მზადებას ნაკრების მწვრთნელის ცვლილებით შეუდგა.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2021 წელს, იგეგმება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები, ასევე ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები.
ფოტო: IJF





ჩვენ








