
ეროვნული ლიგის დასრულებამდე, 1 ტური და 2 გამოტოვებული მატჩი დარჩა. ქვეყნის ჩემპიონობისთვის სწორედ, ტურის ერთი და ერთიც გამოტოვებული თამაში აშორებს ორ გუნდს, „დინამო თბილისს", რომელიც კონკრეტულ ტურამდე, ბათუმის „დინამოს" 5 ქულით უსწრებდა და თავად, აჭარული გუნდს, რომელიც ამ ტურის შემდეგ შანსს კვლავ ინარჩუნებს და სეზონის ფინიშამდე, სპრინტერულ მონაკვეთზე, დედაქალაქელებს ფეხში აზის. თუმცა, მე-17 ტურის შემდეგ, პირველ და მეორე ადგილოსან „დინამოებს" შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა და შესაბამისად 2-2 მატჩი, რომლებიც გუნდებს ჩასატარებელი რჩება.
***
მე-17 ტური სამტრედიაში, „ეროსი მანჯგალაძის" სახელობის სტადიონზე, „სამტრედიასა" და ბათუმის „დინამოს" დაპირისპირებით დაიწყო. ამ მატჩის ორივე მონაწილეს 3 ქულა ჰაერივით სჭირდებოდა. ბათუმის „დინამოს" იმიტომ, რომ „დინამო თბილისი" ძალიან წინ არ გაეშვა და საჩემპიონო ბრძოლაში „დარჩენილიყო". მასპინძლებს კი, იმიტომ რომ ფლეი-აუტის სახიფათო ზონას, უფრო თავდაჯერებულად მოშორებულიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურის შემდეგ, „სამტრედიას" 2 თამაშით ნაკლები და შესაბამისად, ქულების დაგროვების მეტი შანსი ექნებოდა. მართლაც, თამაში სამტრედიელებმა კარგად დაიწყეს. პაპუნა მაჭარაძემ, 25-ე წუთზე დინამოელებს მამუკა კობახიძე გაუძევა. მათ კარში დანიშნული 11-მეტრიანი კი, ლაშა თოთაძემ, ზუსტად გამოიყენა, 1-0. ბათუმელებმა, მხოლოდ 63-ე წუთზე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, ჯაბა ჯიღაურის დარტყმის შემდეგ, ანგარიში 1-1 გახდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, ბათუმელებმა, ვეტერანი ვლადიმერ დვალიშვილის გოლის წყალობით, თამაშის მოგებაც მოახერხეს 1-2.
***
საქართველოს მოქმედ ჩემპიონის, „დინამო თბილისს", ამ ტურში შეეძლო „საქმე დაესრულებინა", თუმცა, დინამოელებმა, როგორც ჩანს არც მეტოქე „შეაფასეს" (ის თუ რა ვითარებაშია და რისთვის იბრძვის კონკრეტულ მომენტში, საქართველოს, ერთ-ერთი თვითმყოფადი გუნდი „ჩიხურა") და გამარჯვება, დროზე ადრე დაიჯერეს. შედეგად, კი განიავებული 3 ქულა და გადადებული ჩემპიონობა მიიღეს. ანგარიში ამ შეხვედრაში, დინამოელებს უნდა გაეხსნათ. გიორგი ქიმაძე ახლოს იყო მიზანთან, თუმცა, მოქმედ დინამოელს, გოლის გატანაში ხელი „ჩიხურას" ყოფილმა დინამოელმა მეკარემ, გიორგი ბეგაშვილმა შეუშალა ხელი. მოვლენებს ოდნავ წინ გადავასწრებ და გეტყვით, რომ ამ ტაიმში, ბეგაშვილს კიდევ ერთხელ მოუწია თამაშში აქტიურად ჩართვა. თუმცა, მეტი თავის გამოდება, მას ამ თამაშში არ დასჭირვებია. გოლი კი, მე-17 წუთზე, კახა კახაბრიშვილის ეფექტური დარტყმის შემდეგ, „ჩიხურამ" გახსნა, 1-0 და თბილისელები, ცოტა არ იყოს შოკში ჩააგდო, საიდანაც, როგორც ჩანს დინამოელებმა შეხვედრის ბოლომდე გამოსვლა ვეღარ მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში, 90 წუთის მანძილზე დინამოელები აქტიურობდნენ, „ჩიხურას" დაცვის მცველები, მარტივად ახერხებდნენ საკუთარ საჯარიმოში სიმშვიდის შენარჩუნებას და ამაში მათ, მიხეილ მესხი 2-ის არასახარბიელო მინდვრის საფარიც ეხმარებოდა. მატჩს კი, წერტილი შეცვლაზე შემოსულმა ლუკა კიკაბიძემ დაუსვა, რომელმაც 85-ე წუთზე, ანგარიში, აბსოლუტურად უწყინარ სიტუაციაში ორამდე გაზარდა და „დინამო თბილისის" მცდელობას, 1 ქულა მაინც აეღოთ, წყალი გადაასხა. მატჩის ბოლომდე, თბილისელთა მომენტებიდან რაც დაგამახსოვრდებოდა, გიორგი ზარიას დარტყმა იყო, რომელიც ძელმა მოიგერია. „დინამო თბილისმა" კი ეს შეხვედრა, 0-2 წააგო და ჩემპიონობა, მინიმუმ 5 დეკემბრამდე გადადო.
***
ფლეი-აუტის ზონისთვის თავის დაღწევა ვერ მოახერხა ქუთაისის „ტორპედო". როგორც ჩანს, ქუთაისელებმა, ამ ტურამდე, რამდენიმე დღით ადრე, თბილისში, „დინამო თბილისის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში, დიდი ენერგია ჩადეს და მეორე თბილისურ კლუბთან, „ლოკომოტივთან" ძალები აღარ ეყოთ. ანგარიში კი, ქუთაისში, „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე" გიორგი ფანცულაიამ, მატჩის საწყის წუთზევე გახსნა, 1-0. მიუხედავად იმისა, რომ მატჩში, თბილისელები დომინირებდნენ, „ლოკომოტივს" ანგარიშის გასათანაბრებლად, 21 წუთი დასჭირდა. 22-ე წუთზე ანგარიში მამია გავაშელიშვილმა გაათანაბრა. კიდევ 10 წუთში, ირაკლი სიხარულიძემ კი, „ლოკო" დააწინაურა 1-2. მეორე ტაიმის დასაწყისში კვლავ, ირაკლი სიხარულიძე ახერხებს გოლის გატანას და თბილისელები უკვე, ორბურთიანი სხვაობით გადიან წინ. თუმცა, სიხარულიძისთვის ეს კიდევ არ იყო დასასრული და ის, ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიქის ავტორიც ხდება. მატჩში, კი საბოლოო წერტილი ულად-ომარ იმრანმა გაიტანა, 1-5. „ლოკომ" კი, ქუთაისში მნიშვნელობანი 3 ქულა აიღო და ახლა, სატურნირო ცხრილში, მე-3 საფეხურზე გაიმყარა პოზიცია, რაც მომდევნო სეზონში ევროტურნირში ასპარეზობის უფლებას აძლევს.
***
2 ქულა და ურთიერთდაპირისპირება თბილისის „ლოკომოტივთან" აშორებს გორის „დილას", რომ წარმატების შემთხვევაში, „ლოკოს" სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალოს და ევროტურნირების ფერხულში, რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ, კვლავ ჩაებას. თუმცა, ამ მატჩამდე, გორელებმა საკმაოდ მძიმე ბრძოლა გადაიტანეს გორში, „თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე". თბილისის „საბურთალოსთან" მატჩი, უფრო პინგ-პონგს ჰგავდა, სადაც ლიდერი ზუსტად 6-ჯერ შეიცვალა. თუმცა, გორელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლო გოლის გატანა და შესაბამისად გამარჯვებაც სწორედ, მათ მოახერხეს ანგარიშით 4-3. უხვგოლიან მატჩში კი, ათვლა ელიგის მიმდინარე სეზონში, წარმატებული ახალგაზრდა მოთამაშის, საბურთალოელი გიორგი გულიაშვილის გოლით დაიწყო.
***
მე-19 წუთისთვის, ტურის ბოლო შეხვედრაში თბილისის „მერანსა" და „თელავს" შორის, ანგარიში უკვე 1-3 იყო სტუმართა სასარგებლოდ. გუნდების სატურნირო ცხრილში განლაგებით თუ ვიმსჯელებთ, კონკრეტულ მატჩს „მერანისთვის" გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარც ჰქონდა, რადგან გუნდი, ასეც და ისეც, მომავალი სეზონიდან კვლავ, ლიგა 2-ში იასპარეზებს. ძლიერთა შორის, ერთი სეზონის მანძილზე კი, ის ერთადერთი აღმოჩნდა, რომელსაც სეზონის მანძილზე არც ერთი შეხვედრა არ აქვს მოგებული. რაც შეეხება თელავს, დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, კახელები, ბოლო ტურში, გამარჯვების და ამის პარალელურად, „საბურთალოს" წაბორძიკების შემთხვევაში, გადაასწრებს და დებიუტანტის კვალობაზე, პატარა სენსაციასაც მოახდენს, რადგან საბოლოოდ, მე-5 ადგილზე აღმოჩნდება. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია ბოლო ტურის წინ. დღეს, კი თამაში თელაველთა დომინაციით მიმდინარეობდა და კახელებსაც 19 წუთში მიღწეული უპირატესობა, მატჩის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვიათ. თელაველებმა პირველი ტაიმის ბოლოს მე-4 გოლის გატანაც მოახერხეს. დარჩენილ მეორე ტაიმში კი, ჩუკურამ, თელაველების აქტივში კიდევ ერთი გოლი დაამატა. სხვათა შორის, ხუთივე გოლი, კახური გუნდიდან სადებიუტო იყო. შეხვედრას კი, წერტილი იაროსლავ კვასოვმა, 86-ე წუთზე გატანილი 11-მეტრიანით დაუსვა.
***
სატურნირო ცხრილი
მე-18 ტურის კალენდარი





ჩვენ








