დიქსონი სუპერლიგაში
დიქსონი სუპერლიგაში
04.12.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში, ეროვნული ნაკრების   ნატურალიზებული კალათბურთელი მაიკლ დიქსონი ითამაშებს. ამის შესახებ, საკალათბურთო კლუბის „ტიტების" ოფიციალური გვერდი იტყობინება და იმასაც დასძენს, რომ დიქსონი, სწორედ მათი გუნდის ღირსება დაიცავს, სუპერლიგის პირველი წრის ბოლომდე. ამის შემდეგ, კი მაიკლი, კარირეას ჩინეთში გააგრძელებს.


ნიშანდობლივია, რომ „ტიტებში"  დიქსონის გადმოსვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, მთავარი მწვრთნელი  მანუჩარ მარკოიშვილი გახდა. კლუბში მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის, რომლებიც ქართული კლუბის ღირსებას იცავენ, დიქსონის დონის მოთამაშის გვერდით ვარჯიში და თამაში, მათ განვითარებას შეუწყობს ხელს.


ამავე წყაროზე დაყრდნობით, „ტიტები", პირველი წრის დასრულებამდე  შვიდ შეხვედრას გამართავს აქედან ორს, გამოტოვებულს. აქედან, პირველი თამაშ, სადაც დიქსონს მოუწევს პარკეტზე გამოსვლა, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 7 დეკემბერს ჩატარდება და „ტიტები", თსუ-ს დაუპირისპირდება. მატჩი, 14:00 დაიწყება.


კონკრეტული მომენტისთვის, თსუ სუპერლიგის 2020-2021 წლების გათამაშების სატურნირო ცხრილის სათავეშია, „ტიტები" კი, მე-9 საფეხურზე იმყოფება. მიმდინარე სეზონში სუპერლიგაში მხოლოდ სამი შეხვედრა გამართა, რასაც ორ კვირიანი კარანტინი და სანაკრებო პაუზა მოჰყვა. განვლილი სამი ტურის შემდეგ, ტიტების ბომბარდირი ტაილან ბირტსი გახლავთ, იგი საშუალოდ 20 ქულას, 5 მოხსნა და 2 პასს აგროვებს.