ერთი ტურით ადრე ეროვნულ ლიგაში სტატუს-კვო ნარჩუნდება
ერთი ტურით ადრე ეროვნულ ლიგაში სტატუს-კვო ნარჩუნდება
05.12.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, სატურნირო ცხრილში, სტატუს-კვო შენარჩუნებულია. „დინამო თბილისი", ბათუმის „დინამოს" კვლავ ორი ქულით უსწრებს და ტიტულის შესანარჩუნებლად, ერთი ნაბიჯიღა რჩება.


დღეს, ელიგის, გამოტოვებული მე-15 და მე-16 ტურის შეხვედრებში, ორივე ლიდერმა გუნდმა გამარჯვებას მიაღწია. ბათუმის „დინამო" ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაამარცხა „ტორპედო", რომელიც უკვე საბოლოოდ გადაწყდა, რომ ფლეი-აუტში ითამაშებს. მორიგი 3 ქულა ჩაიწერა თბილისში, „დინამო არენაზე" ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „სამტრედიასთანაც". შესაბამისად, ქვეყნის ჩემპიონის ვინაობაც, ბოლო ტურში გაირკვევა, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართება.


დღეს კი, ეროვნული ლიგის მე-15 ტურის გამოტოვებული შეხვედრაში, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ თვითმყოფად კლუბს, ქუთაისის „ტორპედოს" აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა, რადგან ბოლო ტურის წინ, ფლეი-აუტიდან თავის დაღწევა ბოლო ტურში მაინც მოეხერხებინათ. თუმცა, მატჩი, ბათუმელთა ანგარიში მე-11 წუთზე გახსნეს, გოლი ვაგნერ გონსალვესის გადაცემის შემდეგ ობოაბონამ გაიტანა. 31-ე წუთზე, მათე ცინცაძემ, რომელმაც ბათუმელთა შორის, მიმდინარე სეზონში, მხოლოდ მე-8 შეხვედრა ჩაატარა, 11-მეტრიანით პირველი გოლი, ამ მატჩში კი, ბათუმელთა სასარგებლოდ, მეორე გოლი გაიტანა 0-2. პირველი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე, ქუთაისელებმა ერთი გოლის გაქვითა შეძლეს. ბათუმელებს, გასახდელში, გოლი გურამ ადამაძემ გაიტანა, 1-2. მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.


პირველი ტაიმის ანგარიშით დასრულდა მე-16 ტურის გამოტოვებული შეხვედრა თბილისშიც. „დინამო არენაზე" მასპინძელთა უპირატესობის მიუხედავად, გოლი შეხვედრის 41-ე წუთზე გავიდა. დინამოელთა ბრაზილიელის მოცელვის გამო, „სამტრედიის" კარში, 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელიც ზუსტად გამოიყენა ნოდარ ქავთარაძემ, 1-0. გასხვავებთ, რამდენიმე დღის წინ, საჩხერის „ჩიხურასთან" ჩატარებული მატჩისგან, საკუთარ კედლებში, თბილისელები, ალბათ, როგორც წესით უნდა იყოს, უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. უკვე საწყის წუთებში, პერნამბუკუს, ნოდარ ქავთარაძეს და დავით სხირტლაძეს „სამტრედიის" კარის აღების კარგი შანსები ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ „სამტრედიას", რომელმაც მოახერხა ძლიერთა შორის ადგილი შეენარჩუნებინა, მეორე ტაიმში უფრო გააქტიურდა, თუმცა, დღეს, თბილისელთა დაცვის ხაზმა უშეცდომოდ იმოქმედა. აი, გოლის გატანა კი, მატჩის ბოლომდე, დინამოელებმა ვეღარ მოახერხეს.


გათამაშების სატურნირო ცხრილი

ბოლო ტურის კალენდარი