შეზღუდვები ოლიმპიურ თამაშებზე
შეზღუდვები ოლიმპიურ თამაშებზე
09.12.2020
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის, თომას ბახის განცხადებით, ათლეტები ოლიმპიურ სოფელში შეჯიბრებამდე ხუთი დღით ადრე უნდა გამოცხადდნენ და ასპარეზობების დასრულებიდან მაქსიმუმ ორ დღეში დატოვონ სოფელი.


„ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად, ოლიმპიურ სოფელში სტუმრობისას, ყველა - 206 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისთვის შევიმუშავეთ COVID-19-ის პანდემიის გავრცელების საწინააღმდეგო ზომები, რაც მეტად აუცილებელია. რისკები მინიმუმადე უნდა იყოს დაყვანილი. ათლეტები სოფელში სარბიელზე გასვლამდე ხუთი დღით ადრე უნდა დაბინავდნენ და ასპარეზობის დასრულებიდან მაქსიმუმ ორ დღეში დატოვონ. ეს წესი შეეხება დელეგაციის წევრებსაც," - IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა თომას ბახმა.