
ბოსნიაში მიმდინარე ევროშესარჩევი ციკლის მორიგ შეხვედრაში, ქართველმა 19-წლამდელებმა ფრედ 1-1 ითამაშეს ანდორის ნაკრებთან და ელიტრაუნდში გასვლის რეალური შანსი დაკარგეს. ქართველმა ფეხბურთელებმა გოლი შეხვედრის ბოლო წუთებზე გაუშვეს. ახლა, 19-წლამდელთა საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს, ისევე, როგორც ანდორას 1 ქულა აქვს და ბოლო, დასკვნითი ტურის წინ მე-3 საფეხურზეა. ჩვენი ჯგუფიდან კი, ელიტრაუნდზე გასვლის უფლება, უკვე მოპოვებული აქვს საფრანგეთის ნაკრებს, რომელმაც დღეს ბოსნიის გუნდი 2-1 დაამრაცხა.
შეხვედრა ქართველთა უპირატესობით კი დაიწყო, თუმცა დაცვაში მწყობრად მოთამაშე ანდორელებმა მეტოქეს ბევრი მომენტი არ შეაქმნევინეს. გოლი ტაიმის მიწურულს ზურიკო დავითაშვილის წაქცევისთვის დანიშნული პენალტიდან ნიკა ნინუამ გაიტანა. ორ წუთში ბექა დარცმელიამ მეორე ყვითელი მიიღო და გუნდი კაცნაკლული დატოვა. 86-ე წუთზე კი ალბერტ გრაუ სამპერმა ანგარიში გაათანაბრა.
დღევანდელ მატჩში გიორგი ყიფიანმა შემდეგი შემადგენლობა ათამაშა: გუგეშაშვილი, მალი, ასათიანი (ინჯგია 90), ჯინჯოლავა, ხარაბაძე, ქოჩორაშვილი (ანდრონიკაშვილი 69), დარცმელია, დავითაშვილი, ნინუა, კვარაცხელია, ქავთარაძე (ოზბეთელაშვილი 61).
შეგახსენებთ, რომ ბოსნიაში, სადაც 8-14 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი იმართება, ქართველი 19-წლამდელებისთვის წარუმატებლად დაიწყო. გიორგი ყიფიანის გუნდმა პირველი მატჩი მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე, იუსუფ გაზიბეგოვიჩმა გაიტანა. ამ მომენტისთვის ორივე გუნდი ნაკლული შემადგენლობით თამაშობდა.
ბოლო შეხვედრას, ქართველი 19-წლამდელები 14 ნოემბერს, საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავენ. ბოსნია კი ანდორას დაუპირისპირდება. საკვაიფიკაციო ჯგუფიდან, ელიტრაუნდზე 2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გადის.





ჩვენ








