
ეროვნული ლიგის დასრულების შემდეგ, პირველი, გუნდში მომხდარი ცვლილებების შესახებ საფეხბურთო კლუბმა „ლოკომოტივმა" დააანონსა. რამდენიმე საათის წინ, „ლოკომ" სოციალურ ქსელში გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ დათო კირკიტაძემ, ცოტნე კაპანაძემ და ალექსანდრე კობახიძემ „ლოკომოტივი" დატოვეს.
„2019/2020 წლების სეზონებში, დათო კირკიტაძემ ლოკოს მაისურით 23 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. 7 მატჩია ცოტნე კაპანაძის ანგარიშზე. ალექსანდრე კობახიძემ კი, 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა. კლუბის სახელით, დიდ მადლობას ვუხდით დათოს, ცოტნეს და სანდროს ჩვენთან გატარებული დროისთვის, ყველა მატჩისთვის", - ნათქვამია კლუბის გვერდზე.
კლუბის კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ნიკა ჭანტურიამ TSFF.Ge-სთან საუბარში დაადასტურა, რომ „ლოკომოტივი" მანაც დატოვა. თუმცა, ჭანტურიას გუნდიდან წასვლის თაობაზე ჯერ ოფიციალურად „ლოკომოტივს" არ განუცხადებია. ამ მომენტისთვის, არც თავადა ჭანტურიამ იცის, თუ რომელ გუნდში გააგრძელებს ასპარეზობას ახალი სეზონიდან.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის გათამაშებაში, თბილისის „ლოკომოტივს" 1 ქულა დააკლდა სამეულში მოსახვედრად, რაც თბილისურ კლუბს, უეფა-ს 2021-22 წლების სეზონზე, ევროტურნირებზე თამაშის უფლებას მისცემდა.





ჩვენ








