ბიძინა და აფი გილგითის ბაზაზე არიან
ბიძინა და აფი გილგითის ბაზაზე არიან
23.06.2013
ავტორი:

პაკისტანში, შეიარაღებულმა ბოევიკებმა 11 უცხოელი მთამსვლელი გამთენიისას, ნანგა-პარბატის საბაზო ბანაკში ჩაცხრილეს. პაკისტანელი თალიბების ერთ-ერთმა დაჯგუფებამ საბაზო ბანაკის მისაგნებად, რომელშიც მთამსვლელბი იყვნენ დაბანაკებულები ორი ადგილობრივი გიდის დახმარა. თავდამსხმელები იმ პოლიციელების ფორმით იყვნენ შემოსილები, რომლითაც აღნიშნულ რეგიონში პოლიციური დანაყოფები პატრულირებენ. მათ, თავდაპირველად კარვებიდან გამოიყვანეს მძინარე მთამსვლელები 3 უკრაინელი, 3 ჩინელი, 2 სლოვაკი და 1 ლიტველი), ჯერ ჩამოართვეს პასპორტები და ფული, შმედეგ კი ცეცხლი გაუხსნეს. ერთ-ერთმა ჩინელმა მთამსვლელმა გაქცევა მოახერხა და პოლიციას მოხმდარის შესახებ შეატყობინა. თავდამსხმელებმა კი მოგვიანებით, ორი გიდიდან ერთ-ერთი, რომელიც ტერორისტებმა გზამკვლევად გამოიყენეს მთამსვლელებთან ერთად დახვრიტეს.

საბაზო ბანაკში, რომელსაც თავს დაესხნენ, რამდენიმე კვირის წინ ის ალპინისტთა ჯგუფი დაბანაკდა, რომელშიც ქართველი მესიმაღლეები ბიძინა გუჯაბიძე და აფი გიგანი შედიოდნენ. საბედნიეროდ, ქართველი მთამსვლელებიც, რომლებიც თავდასხმის მომენტში 6100 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდნენ, შემთხვევას გადაურჩნენ. ამ სიმაღლეზე თავდამსხმელებმა ასვლა ვერ მოახერხეს. ცნობილია, რომ დაღუპულია იმ გუნდის ხუთი წევრი, მათ შორის გუნდის ხელმძღვანელი უკრაინელი იგორ სვერგინი (გამოცდილი ალპინისტი და მესიმაღლე), ასევე Бадави Кошаев და Дима Коняев. ამ მომენტში ჩვენები, ბიძინა გუჯაბიძე და აფი გიგანი, გუნდის გადარჩენილ წევრებთან ერთად იმყოფებიან გილგითში, სამხედრო ბაზაზე, სადაც მოგვიანებით ნანგა-პარბატის სხვა ბანაკებიდანაც ჩაიყვანენ დარჩენილ ალპინისტებს, რომლებსაც ამ მომენტში პაკისტანის სამხედრო დანაყოფები იცავენ. რეგიონში არის საგანგებო რეჟიმი და პატრულირებს პოლიცია და სამხედრო ქვედანაყოფები. ყველა ექსპედიცია შეწყვეტილია და მთამსვლელები საკუთარ ქვეყნებში უახლოეს ხანში დაბრუნდებიან.

თავდაპირველად მათ, სავარაუდოდ ხვალ გადაიყვანენ ისლამაბადში, სადაც დაელოდებიან საბაზო ბანაკში დატოვებულ ბარგსა და აღჭურვილობას და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდებიან სამშობლოში.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო პაკისტანელი თალიბების დაჯგუფებამ, რომლის სპიკერმაც განაცხადა, რომ ეს იყო ამა წლის 29 მაისს, აშშ-ში, Waliur Rehman-ზე მოწყობილი თავდასხმის საპასუხო თავდასხმა.

ფოტო, რომელიც risk.ru-ზე დაიდო, ისლამაბადშია გადაღებული. ექსპედიციის წევრებს ამ ფოტოს გადაღებისას წარმოდგენაც კი ვერ შეეძლოთ, რომ 2 კვირაში ასეთი ტრაგედია დაატყდებოდათ თავს. ფესტივალი "ნიამორის" მთელი გუნდი უთანაგრძნობს ყველა დაღუპული მთამსვლელის ოჯახს, პაკისტანში მყოფი ექსპედიციის ყველა წევრს, მეგობრებისა და თანაგუნდელების ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

პაკისტანში შეირაღებულმა ბოევიკებმა ალპინისტები ჩაცხრილეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეირაღებული ბოროტმოქმედები პაკისტანის პროვინცია გილგიტ-ბალტისტანში, ალპინისტების ბანაკს დაესხნენ თავს. მოკლულია 9 ალპინისტი და ერთი გიდი. დაღუპულთა შორის 5 უკრაინის მოქალაქეა, 3-ჩინეთის, ერთი ლიტველია, ხოლო რომელი ქვეყნის წარმომადგენელი იყო გიდი, ჯერ უცნობია. - See more at: http://pirveliradio.ge/index.php?newsid=5219#sthash.jAgJsPL4.PCP4sapq.dpuf