ორჯერ გადარჩენილი თამაში
ორჯერ გადარჩენილი თამაში
11.11.2017
ავტორი:

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის შესარჩევ ციკლში, მორიგი მატჩი, ფინეთის გუნდთან გამართა. მიმდინარე გათამაშებაში, ქართველი 21-წლამდელების რიგით მე-4 შეხვედრაში სტუმრები დაწინარუდნენ. მატჩის მე-9 წუთზე, ფინელებმა, სტარნდარტული სიტუაციიდან მოახერხეს ანგარიშის გახსნა. კუთხურის შემდეგ, ქართველთა დაცვის ხაზის მოთამაშეებს ფინელთა 9 ნომერი, ბენჟამინ კიოლმანი გაეპარათ, რომელსაც მარტივი მოძროაბით არ გასჭირვებია ბურთის გადაგზავანა ლაზარე კუპატაძის კარში.

მე-17 წუთზე ლუკა ზარანდიას აქვს ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი, თუმცა ფინელთა მეკარე ახერხებს მისთვის ხელის შეშლას. კვლავ ზარანდიას, ამჯერად 31-ე წუთზე აქვს კიდევ ერთი მომენტი, ბურთს, მცველი ეღობება. კიდევ ერთი მომენტი, სადაც კვლავ ფინელთა მეკარეა მოწოდების სიმაღლეზე, 39-ე წუთზე იქმნება და მისი ავტორი ისევ ზარანდიაა. ამ მცდელობების მიუხედავად, პირველ ტაიმში ანგარიში არ იცვლება.

ზარანდიას ამ მომენტამდე, რამდენიმე წამით ადრე, 38-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მორიგი შეტევა აკაკი შულაიას სახიფათო ჩაწოდებით დასრულდა, თუმცა ბურთს ვერავინ შეწვდა და მოედნის ფარგლები დატოვა. ტაიმს ფინელი 21- წლამდელები იგებენ მინიმალური ანგარიშით 0-1.

"როგორც ვფიქრობდი რთული თამაში გამოდგა, უპირველესად თავი იჩინა საკადრო პრობლემებმა. სამწუხაროდ შუა ხაზში ბევრი ფეხბურთელი გვაკლია, რაც იყო გადამწყვეტი ფაქტორი იმისა, რომ ვერ მოვიგეთ დღევანდელი მატჩი. მეორეს მხრივ ჩემმა ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს, ვერ ვიტყვი, რომ ვინმემ თავი აარიდა ორთაბრძოლებს, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. ორჯერ მოვახერხეთ ანგარიშის გათანაბრება, გოლის გატანის საკმაოდ ბევრი შანსი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. ვფიქრობ ლოგიკური იყო ფრე", - ამბობს გია გეგუჩაძე, 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

რადგან სიტყვამ საკადრო პრობლემები მოიტანა, შეგახსენებთ, რომ ამ დღეს გეგუჩაძის გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი (გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ზარია, ლუკა ლაკვეხელიანი) აკლდა ტრავმების გამო. რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილს, ის, გეგუჩაძემ, ამ თამაშზე, საერთოდ განაცხადში არ შეიყვანა. არადა ამ დღეს, საქართველოს 21-წლამდელებს სადაც ყველაზე გაუჭირდათ, სწორედ დაცვის ხაზი იყო. ქართული გუნდის საწყენად არა, მაგრამ ფინეთთან თამაშში, დაცვის ხაზის სუსტი თამაშის გამო გავიდა, ერთის შეხედვით, უმტკივნეულო გოლები.

მატჩის სტარტზე გაშვებული გოლის შემდეგ, მასპინძლები, მხოლოდ 59-ე წუთზე ახერხებენ, ანგარიშის გათანაბრებას. გოლამდე 5 წუთით ადრე, შეცვლაზე შემოსული გიორგი ბერიძე, დაახლოებით 30 მეტრიდან არტყამს კარში, არც თუ ძლიერად, თუმცა, როგორც ჩანს ფინელთა მეკარისათვის სრულიად მოულოდნელად. კარგად შემოდის თამაშში, გიორგი არაბიძეც. სწორედ, მისი გადაცემის შემდეგ გაიტანა ბერიძემ გოლი. თავად არაბიძემ კი რამდენჯერმე ყუმბარისებურად დაურტყა კარის ჩარჩოს მიმართულებით. 67-ე წუთზე, არაბიძის დარტმულს მეკარე იგერიებს.

ორი მომენტი, რომელიც მატჩის არბიტრებმა არ ჩათვალეს ყურადღების ღირსად, თუმცა, შეიძლება, სწორედ, ამ მომენტებს, ქართველთათვის გამარჯვება მოეტანა. პირველი, პირველ ტაიმში დაფიქსირდა. 23-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე, ფინელთა საჯარიმოსთან  ბექა მიქელთაძეს ხელით უბიძგეს, თუმცა, მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. უკვე მატჩის მიწურულს, როდესაც ანგარიში 1-1 იყო, მსაჯები, საეჭვო თამაშგარეს აფიქსირებენ და არ თვლიან აკაკი შულაიას გოლს. კიდევ რამდენიმე წუთში, კი გოლი უკვე ქართველთა კარში გადის. ფინელები, კვალვ წინ გადიან ანგარიშში 1-2, თამაშის გადასარჩენად კი 7 წუთი რჩება.

„ფინეთი საკმაოდ კარგი გუნდი გამოდგა. კარგად ითამაშეს, მაგრამ მაინც მგონია, რომ გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით. ამას იმ მომენტების გამო ვიძახი, რისი რეალიზებაც ჩვენ ვერ შევძელით. საკუთარი თამაშით არასდროს ვარ კმაყოფილი და ვეცდები, მომდევნო მატჩში ჩემი შეცდომები გამოვასწორო. მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც ამ დღეს ჩვენთან ერთად იყო. მეც და მთლიანად გუნდიც, შევეცდებით, ყველა ის ხარვეზი, რაც ფინეთთან გვქონდა, ლიტვასთან თამაშში გამოვასწოროთ", - ამბობს აკაკი შულაია.

სხვათა შორის, არჩათვლილი გოლის თითქმის ანალოგიურ სიტუაციაში, მატჩის 86-ე წუთზე შულაია, კვლავ ახერხებს ბურთის მიღებას და კარის მიმართულებით აწვდის, სადაც ყველას რომან ჭანტურია ასწრებს და ათანაბრებს ანგარიშშს  2-2.

„თამაში რთული გამოვიდა, ორჯერ ვაგებდით და გავათანაბრეთ, სამწუხაროდ ვერ მოვიგეთ, თუმცა შემდეგ მატჩში ვეცდებით ქომაგთა გახარებას. რაც შეეხება მომდევნო მეტოქე ლიტვას, მისი თამაში არ განგვიხილავს, ხვალ გადავერთვებით შემდეგ მეტოქეზე და ვეცდებით მწვრთნელთა დავალებები შევასრულოთ და პირველი გამარჯვება მოვიპოვოთ", - ამბობს რომან ჭანტურია.

ფინეთთან ქართელმა 21-წლამდელებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:  კუპატაძე, შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, მოხევიშვილი (ბერიძე 53), მიქელთაძე (არაბიძე 53), კიტეიშვილი, ზარანდია (კოხრეიძე 69), ჭანტურია.

ამ დღეს, ფრედ, 2:2 დასრულდა ჩვენი ჯგუფის პარალელური შეხვედრა ფარერებზეც, სადაც მასპინძლებმა ბოლო წუთებზე გაუშვეს ხელიდან მოგება და პოლონეთს ქულა გაატანეს. მომდევნო შეხვედრას, ქართველი ახალგაზრდები სამშაბათს, 14 ნოემბერს გამართავენ. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისინი ამჯერად ლიტვის წინააღმდეგ გამართავენ.