„ლანჩხუთი“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა
„ლანჩხუთი“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა
16.12.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის საპასუხო შეხვედრაში, „ლანჩხუთი"  პირველი ტაიმის შემდეგ 5-0-ს აგებდა. ისევე, როგორც თბილისში, 9 დეკემბერს გამართული პირველი შეხვედრის დროს, პირველი გოლი „როზენგარდის" ფეხბურთელებმა, ახლაც მე-6 წუთზე გაიტანეს და ეს ტაიმიც და მთელი მატჩიც ქართველთა საჯარიმოში გაატარეს.


პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, ლანჩხუთელთა ახალგაზრდა მეკარეს, თათია გაბუნიას, სათვალავში უკვე რვაჯერ გადარჩენილი კარი იყო. შეხვედრის ამ მონაკვეთში, შვედებმა, ჩვენების კარის მიმართულებით 25-ჯერ დაარტყეს. მატჩის ბოლომდე კი, კარის ჩარჩში გაბუნიას, სულ 28-ჯერ დაურტყეს და აქედან 10-ჯერ მიზანს მიაღწიეს. დანარჩენ 18 მომენტში კი, ლანჩხუთელთა მეკარე იყო მოწოდების სიმაღლეზე.


„ლანჩხუთმა" ეს მატჩი 10-0 დათმო, ორი შეხვედრის ჯამში კი, 17-0 წააგო და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა.


***

დღესვე, გულნარა გაბელიას ყაზახურმა „ბიიკ კაზიგიურტმა" საპასუხო შეხვედრაში მოახერხა „ჟილსტროი 2"-ის დამარცხება, მინიმალური ანგარიშით 1-0 და ორი შეხვედრის ჯამში, ასპარეზობის 1/8 ფინალში გავიდა. გაბელია, მწვრთნელებმა მხოლოდ,  მატჩის დასასრულს მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალეს.