
ლუხუმ ჩხვიმიანი და ტატო გრიგალაშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ნომინანტთა შორის არიან და ახალა, ქართველი გულშემატკივრისაგან მხარდაჭერას ელიან.
IJF-ის 2019-2020 წლების სეზონების შემაჯამებელი დაჯილდოებაზე, ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელიც 2019 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია, „წლის საუკეთესო ძიუდოისტის" ნომინაციაზეა წარდგენილი.
რაც შეეხება, ტატო გრიგალაშვილს, ის, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, „ამომავალი ვარსკვლავის" ნომინაციაში წარადგინა. შეგახსენებთ, რომ ტატო, 2020 წელს, ევროპის ჩემპიონი გახდა, როგორც მთავარ, ასევე 23-წლამდელთა შორის გამართულ ევროპის პირველობებზე.
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები - ლუხუმ ჩხვიმიანსა და ტატო გრიგალაშვილს, თქვენი ხმა შეგიძლიათ, 21 დეკემბრამდე, ყოველ 24 საათში ერთხელ მისცეთ და ამისთვის მითითებულ ბმულზე - https://judofest.ijf.org/ უნდა გადახვიდეთ.
საერთო ჯამში, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, შემაჯამებელი სეზონის საუკეთესოებს გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, 5 ნომინაციაში გამოავლენს:
- წლის იპონი
- საუკეთესო კაცი ძიუდოისტი
- საუკეთესო ქალი ძიუდოისტი
- ამომავალი ვარსკვლავი
- სამწვრთნელო მიღწევა
გამოკითხვა 21 დეკემბერს დასრულდება. საუკეთესოები კი, 27 დეკემბერს დასახელდებიან.





ჩვენ








