
სანდრო მამუკელაშვილი
სანდრო მამუკელაშვილის ლიდერობით "სეტონ ჰოლმა" ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო. Big East-ის კონტერენციის მეორე ტურის შეხვედრაში "სეტონ ჰოლი" სტუმრად "მარკეტს" შეხვდა და 70:63 იმარჯვა. შესაბამისად, 2-დან 2 მოგებით მამუკელაშვილის გუნდი ცნობილ "ვილანოვასთან" ერთად NCAA-ის ერთ-ერთ უმძლავრეს კონფერენციას ლიდერობს.
ქართველი ფორვარდი, რომელმაც წინა შეხვედრაში მითვლილი 32 ქულით კარიერის რეკორდი დაამყარა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მამუკელაშვილს ამჯერად პირადი რეკორდისთვის არ შეუტევია, თუმცა მწირექულიან მატჩში მოპოვებული 17 ქულით ბომბარდირი გახდა. სანდრომ 39 წუთი ითამაშა და 12-დან 5 ოქრულიანი, 4-დან 1 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
სანდრომ ამჯერად პირადი რეკორდი მაინც დაამყარა. ქართველმა ფორვარდმა 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ჯამში მისი მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 17 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი და 3 ჩაჭრა. მის კვალზე სეტონ ჰოლში 16 ქულით ჯარედ როდენი გამოირჩა, 11-11 ქულა კი მაილს ქეილმა და შავარ რეინოლდსმა მიითვალეს.
მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლი" Big East-ის კონფერენციის მორიგ მატჩს 21 დეკემბერს, შინ "პროვიდენსთან" გამართვს.
მიხეილ ბერიშვილი
მიხეილ ბერიშვილის "ალ შამალმა" ყატარის ჩემპიონატში მეორე გამარჯვება იზეიმა. ალშამალელთა მეტოქე "ყატარ ქლაბი" გახლდათ, რომელსაც ქართველი ფორვარდის გუნდმა 15 ქულის სხვაობით - 92:77 სძლია.
ბერიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე თამაშისთვის განკუთვნილი სრული 40 წუთი გაატარა. მიხეილმა 6-დან 3 ოქრულიანი, 8-დან 3 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულასთან ერთსდ ბერიშვილმა 9 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს.
2 მოგებითა და 1 მარცხით "ალ შამალი" 9-გუნდიან ყატარულ ლიგაში 4-5 ადგილებს იყოფს. 19 დეკემბერს "ალ შამალი" "ალ აჰლის" უმასპინძლებს.
დუდა სანაძე
სეზონის წარუმატებლად დაწყების შემდეგ, დუდა სანაძის "ალ ხორმა" ყატარის ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა. გუნდს გამარჯვებისკენ ქართველმა მსროლელმა ულიდერა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ალხორელებმა ყატარის ჩემპიონატი 3 მარცხით დაიწყეს. მე-4 ტურში სანაძის გუნდის მეტოქე "ალ რაიანი" გახლდათ, რომელიც ასევე ერთ-ერთი აუტსაიდერი გახლდათ. შეხვედრა "ალ ხორის" გამარჯვებით - 81:76 დასრულდა, დუდა სანაძემ კი 5 პერსონალურის გამო მოედანი 34:31 წუთში დატოვა. ამ დროში ქართველმა ფორვარდმა მოახერხა საუკეთესო შედეგის დაფიქსირება: 25 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა.
ქართველმა კალათბურთელმა 16-დან 8 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
ალ ხორმა 1 მოგებითა და 3 მარცხით 9-გუნდიან ყატარის ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 20 დეკემბერს ლიდერ ალ არაბისთან ჩაატარებს.





ჩვენ








