ნეიტრალური ათლეტები 2022 წლის 16 დეკემბრამდე...
ნეიტრალური ათლეტები 2022 წლის 16 დეკემბრამდე...
19.12.2020
ავტორი: თ.ჯ.

ლოზანაში მდებარე სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) რუს სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიო ჩემპიონატებზე სახელმწიფო დროშით გამოსვლა ორი წლით აეკრძალათ, თავად ქვეყანას კი, დიდი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა.


საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ტოკიოს 2020 წლის და პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს შეეხევა. შემდეგ, კი რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, 2022 წლის კატარის საფეხბურთო მსოფლიო თასს და მთელ რიგ მსოფლიო ჩემპიონატებს შეეხება. ყველა ამ სპორტულ ფორუმზე რუსეთის მხოლოდ იმ წარმომადგენლებს დაუშვებენ, რომლებსაც დოპინგთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონიათ.


ამას გარდა, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლებს, ორი წლის მანძილზე, უფლება არ ექნებათ, დაესწრონ ოლიმპიურ და პაროლიმპურ თამაშებს, მსოფლიო ჩემპიონატებს, თუ მათ არ ექნებათ ორგანიზატორებისაგან პერსონალური მოწვევები.


ერთი საინტერესო დეტალი,  სანქციები არ შეეხება ევროპის ჩემპიონატებს და ევროთასებს.


რუსეთის საწინააღმდეგოდ სანქციები, მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ, მოსკოვის ანტიდოპინგური სააგენტოს მონაცემთა ბაზის მანიპულაციისთვის დაუწესა და სპორტული სარბიელიდან რუსეთის ოთხი წლით მოკვეთა მოითხოვა. რუსეთმა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა და საბოლოოდ, ვადის შემცირებას მიაღწია. საარბიტრაჟო სასამარლომ კი, WADA-ს მხარი ნაწილობრივ დაუჭირა, თუმცა, უკვე დაწესებული სანქციები გაანახევრა. ამას გარდა, საარბიტრაჟომ ძალაში დატოვა, რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილება და კვლავაც ჩამორთმეული აქვს შესაბამისობის სტატუსი და ვალდებულია, გამოძიების ხარჯების დასაფარად WADA-ს 1,27 მილიონი დოლარი გადაუხადოს. CAS-ის განაჩენი,  ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა და 2022 წლის 16 დეკემბრამდე გაგრძელდება.


შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილებით, იმ პერიოდში, როდესაც რუსეთის საწინააღმდეგოდ, მათ მიერ გამოტანილი სანქციები იმოქმედებს, რუსეთის ნაკრების წევრთა უნიფორმებზე მათი სტატუსი განსაზღვრული იქნება, როგორც „ნეიტრალური ათლეტი." მათ ასევე ეკრძალებათ შეჯიბრებათა ოფიციალურ ადგილებზე ეროვნული ჰიმნის შესრულება, მაგრამ აკრძალვა არ ვრცელდება ტრიბუნებზე მყოფი გულშემატკივრებისთვის. ასე, რომ თუკი, კორონა ვირუსით გამოწვეული რეგულაციებით, რომელიმე სპორტულ ფორუმზე შესაძლებელი გახდება ქომაგები დაესწრონ, საკუთარი (რუსეთის) ქვეყნის წარმომადგენელთა გასამხნევებლად, მათ ტრიბუნებიდან შეეძლებათ