
კორონა ვირუსის პანდემიის გამო, ფორმატშეცვლილი საფეხბურთო სეზონი დღეს დასრულდა. თუმცა, ერთი „საშემოდგომო" რეგიონული ლიგის დასავლეთი ზონის „ბ" ჯგუფს გადადებული მატჩები გამო, კიდევ დარჩა. ამ ჯგუფის თამაშები, რთული ეპიდვითარების გამო გადაიდო და მათი ჩატარება 2021 წლის თებერვალ-მარტში იგეგმება. სწორედ, ამ ჯგუფის გამარჯვებული იქნება ის მეოთხე გუნდი, რომლიც 2021 წლის საფეხბურთო სეზონს ლიგა 4-ში ჩაატარებს.
ამ ერთი გამონაკლისის გარდა კი, დღეს, 2021 წლის სეზონისთვის უკვე ყველა ლიგა დაკომპლექტდა. სართიჭალაში, დღეს „დინამო 2 თბილისი", ადგილობრივ „შტურმს" დაუპირისპირდა. ერთი ლიგით დასაწინაურებლად დინამოელებს ფრეც აძლევდათ ხელს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ მეტოქეებს ამ შეხვედრამდე ყველა თამაში მოგებული ჰქონდათ, სატურნირო ცხრილში, გოლების ფარდობითობით უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდათ. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა დღეს, ფრედ 1-1 ითამაშა და მომავლი სეზონიდან „დინამო 2 თბილისი" უკვე ლიგა 4-ში იასპარეზებს. ამავე ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვეს, დასავლეთი ზონის „ა" ჯგუფიდან „ტორპედო 2"-მა, აღმოსავლეთი ზონის „გ" ჯგუფიდან კი, „ირაომ".
აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ლიგა 4-ში დაქვეითდნენ „ბახმარო" და „მეშახტე". მათი ადგილი კი, ლიგა 3-ში ორმა თბილისურმა კლუბმა, „ვარკეთილმა" და „დიდუბე 2014"-მა დაიკავეს.
ვერ მოახერხა ლიგა 3-დან თავის დაღწევა და ლიგა 2-ში გადასვლა, ქართული ფეხბურთის უძველესმა და ისტორიულმა კლუბმა ფოთის „კოლხეთი 1913"-მა. ორრაუნდიან ფლეი-ოფში, მათ, პენალტების სერიაში წააგეს. ორივე გუნდმა საშინაო შეხვედრები ანგარიშით 1-0 მოიგო. დღევანდელი მატჩის შემდეგ კი, გამარჯვებული სწორედ 11-მეტრიანების სერიამ გამოავლინა, სადაც ვიტჯორჯიელები უფრო ზუსტნი აღმოჩნდნენ.
მარტვილის „მერანმა" კი საკუთარ სტადიონზე, გორში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, მარტივად, ანგარიშით 3-1 დაამარცხა ჯერ 10, ხოლო შემდეგ 9 კაცით დარჩენილი „გორი" და ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სეზონზე ლიგა 2-ში „გარეჯიც" იასპარეზებს. მან ლიგის მოგებით ზედა ლიგაში დაწინაურება პირდაპირი წესით მოიპოვა, ისევე, როგორც ბოლო ადგილზე გასული „არაგვი" ერთი ლიგით დაქვეითდა.
ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილი
ლიგა 3-ის სატურნირო ცხრილი
ლიგა 4-ის სატურნირო ცხრილი / თეთრი / წითელი
რეგიონალური ლიგის ჯგუფების მდგომარეობა





ჩვენ








