
დღეს საღამოს, ინგლისური საფეხბურთო კლუბის „უოტფორდის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ინგლისის ჩემპიონშიფის მონაწილე გუნდში ესპანელი ჩისკო მუნიოსის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დანიშვნის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.
ამავე გვერდის ინფორმაციით, „დინამო თბილისის" ყოფილ და აწ უკვე „უოტფორდის" მთავარ მწვრთნელს, ასევე ყოფილი დინამოელები, ესპანელი მწვრთნელები რობერტო კუესტა და ჟორდი აბელა დაეხმარებიან. მეკარეების მწვრთნელად კი, ანტონელო ბრამბილა იქნება, რომელიც უკვე მუშაობდა „უოტფორდში".
ჩისკოს ახალი გუნდი, გუშინ ჩემპიონშიფში განცდილი მარცხის შემდეგ, მე-5 საფეხურზეა და უახლოესი მატჩი, "ნორვიჩ სითისთან" 26 დეკემბერს უწევს. „დინამო თბილისის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს კი, ახალ კლუბთან ყველაზე რთული გამოცდა 2021 წლის 9 იანვარს უწევს, როდესაც, ასოციაციის თასის გათამაშებაში, „უოტფროდი" გასვლაზე, „მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.
ინგლისურმა კლუბმა, მთავარი მწვრთნელის ვაკანტური ადგილის შესახებ, გუშინ დააანონსეს. გაწეული სამუშაოსთვის ვლადიმირ ივიჩს მადლობა გადაუხადეს და მომდევნო ცვლილებების შესახებ, გულშემატკივარს შეჰპირდნენ, რომ მალევე აცნობებდნენ.
თავის მხრივ, მას შემდე, რაც „უოტფორდმა" ოფიციალურად დაადასტურა, ჩისკო მუნიოსის მთავარ მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის თაობაზე, „დინამო თბილისმა" ჩისკოს მადლობა გადაუხადა 2 წლის მანძილზე, კლუბში გაწეული სამუშაოსთვის და კარიერაში წარმატება უსურვა.





ჩვენ








