შერმადინის “ტენერიფე” “ბასკონიამ” შეაჩერა
შერმადინის “ტენერიფე” “ბასკონიამ” შეაჩერა
21.12.2020
ავტორი: ი.პ.

გიორგი შერმადინის „ტენერიფემ" ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-14 მატჩი ბასკეთში „ბასკონიას" წინააღმდეგ გამართა. მანამდე კუნძულელებს მხოლოდ ერთი შეხვედრა ჰქონდათ წაგებული. მოგებათა ხუთმატჩიანი სერია ქალაქ ვიტორიაში შეწყდა - „ბასკონიამ" „ტენერიფე" 79:72 დაამარცხა.


წაგების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შერმადინის გუნდის ლიდერის, გამთამაშებელი მარსელინიო უერტასის არყოფნა შეიძლება დასახელდეს. მის გარეშე გუნდს თამაშის დალაგება გაუჭირდა.


გიორგი შერმადინმა 20 წუთში 6 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მატჩის ბომბარდირობა კი ორმა ბასკონიელმა გაინაწილა - ზორან დრაგიჩმა და გიედრაიტისმა 15-15 ქულა ჩააგდეს.


„ტენერიფე" 14 ტურის შემდეგ 12 მოგებით ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა. პირველზეა დაუმარცხებელი „რეალი".