სამინისტროები ერთიანდებიან, სპორტის მინისტრი კი ბიზნესს უბრუნდება
სამინისტროები ერთიანდებიან, სპორტის მინისტრი კი ბიზნესს უბრუნდება
13.11.2017
ავტორი:

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილი სამთავრობო სექტორში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ბიზნეს-სექტორში ბრუნდება. ამასთან დაკავშირებით სამინისტროს პრეს-სამსახური  განცხადებას ავრცელებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც ჩვენი მთავრობის პირობებში ქართულ სპორტში მიმდინარეობდა, აუცილებლად გაგრძელდება.

მე, რა თაქმა უნდა, ვრჩები ქართული სპორტის და ქვეყნის სამსახურში - სპორტს ვემსახურებოდი ბიზნესიდან, ახლა მინისტრის რანგში და ასე იქნება მომავალშიც. ჩემთვის ქვეყნის და სპორტის სიყვარული არის ერთ-ერთი უპირველესი. იმ დიდი გამოცდილების შემდეგ, რომელიც მინისტრობის პერიოდში მივიღე, კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ.

ცხადია, ვესაუბრე მიხეილ გიორგაძეს, ჩვენ ვართ კოლეგები და მეგობრები. მე მაქსიმალურად შევუწყობ ხელის იმას, რომ ის რეფორმები, რაც სამინისტროში დავიწყეთ, გაგრძელდეს და წარმატებული იყოს ქართული სპორტისთვის.

მე დავბრუნდები ბიზნესში და იქიდანაც ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებ ქართული სპორტის სასიკეთოდ".

ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.